ღრძილების ანთება

თუ ეჭვობთ რომ ღრძილების ანთება გაქვთ, მაგრამ არ იცით როგორ შეამოწმოთ, ყურადღება მიაქციეთ ამ 4 ნიშანს რომელიც პაროდონტის დაავადებებისთვისაა დამახასიათებელი.

სისხლდენა

სისხლდენა ეს ყველაზე გავრცელებული ჩივილია ღრძილების ანთებითი დაავადების დროს. როგორც წესი, პირველ ეტაპზე ღრძილებიდან სისხლდენა მხოლოდ კბილების გახეხვის დროს შეიმჩნევა ხოლმე. ზოგჯერ იმდენად უმნიშვნელოდ, რომ ამას ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ. მოგვიანებით შეიძლება შენიშნოთ, რომ მაგარი საკვების მიღების დროს გაქვთ სისხლდენა ან თუნდაც გაიღვიძოთ და აღმოაჩინოთ სისხლის გემო პირის ღრუში. ეს უკვე ნამდვილად ღრძილების ანთების ნიშანია.

შეშუპება და სიწითლე

შეშუპება და სიწითლე – ხშირად ღრძილებიდან სისხლდენას თან სდევს, შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე ან ერთდროულად ყველა კბილის მიდამოში. როგორც წესი, შეშუპებული ღრძლის მიდამოში კბილების გახეხვა მტკივნეულია, ამიტომ პაციენტები თავის იკავებენ ასეთი ადგილის კარგად გასუფთავებისგან, ამის გამო დაგროვებული ნადები კიდევ უფრო ამძიმებს ანთებითი ღრძილის მდგომარეობას.

უსიამოვნო სუნი

უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან პაროდონტის დაავადებების ერთერთი სიმპტომია. პირველ ეტაპზე, დილით უზმოზე, უფრო მძაფრად შეიმჩნევა, თუმცა მოგვიანებით შეიძლება მთელი დღის განმავლობაშიც კი შეგაწუხოთ. უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან ანუ ჰალიტოზი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, თუმცა უფრო ხშირად ღრძილების დაავადებაზე მიუთითებს.

კბილების მორყევა

კბილების მორყევა – ძალიან ხშრად ადამიანები კარგავენ სრულიად ჯანსაღ კბილებს, ეს პირდაპირ მიუთითებს პაროდონტის ანთებით დაავადებებზე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის უგულებელყოფის შემდეგ მივდივართ იმ მომენტამდე, როდესაც კბილები იწყებენ მორყევას, რადგან ანთებამ დააზიანა კბილის საფიქსაციო ძვალი. მნიშვნელოვანია 6 თვეში ერთხელ პროფილაქტიკური ვიზიტი პაროდონტოლოგთან, რათა თავიდან აიცილოთ ღრძილების დაავადებები და ჯანსაღი კბილების დაკარგვა.

პერიო ტესტი

გაიარეთ პერიო ტესტი და გაიგეთ გაქვთ, თუ არა ღრძილების ანთება. მიიღეთ ინფორმაცია, თუ როდის არის სასურველი თქვენთვის პაროდონტოლოგთან ვიზიტი.

Leave a comment