იცით ეს რა არის ? ეს კბილთაშორისი ჯაგრისებია ე.წ ზღარბუნა.

კვლევებით დასტურდება, რომ კბილების გახეხვა მხოლოდ სტანდარტული ჯაგრისით საკმარისი არ არის და რომ კბილთაშორისი ჯაგრისის გამოყენების გარეშე, ჩვენი კბილების 40 % გასაწენდი რჩება. რასაც საბოლოდ ღრძილის ანთებასთან და კბილების დაკარგვასთან მივყავართ.

რატომ კბილთაშორისი ჯაგრისი ?

  • ეფექტურად აშორებს საკვების ნარჩენებს, კბილებს შორის ზედაპირებიდან
  • ებრძვის ბაქტერიულ ნადებს
  • მარტივი გამოსაყენებელია
  • გამოიყენება ბრეკეტებით მკურნალობის დროსაც
  • გვირგვინების, ხიდების, იმპლანტების გასაწმენდად
  • არ საჭიროების კბილის პასტას
  • მრავალჯერადია

ზღარბუნების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ რა ზომის დაშორებებია თქვენს კბილებს შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დააკვირდეთ ჯაგრულების განლაგებას და მათ სიხისტეს, ღრძილის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

 განვიხილოთ ტეპეს სამი ტიპის ზღარბუნა:

  • ორიგინალი
  • ექსტრა რბილი
  • და კუთხის

თუ არასდროს გამოგიყენებიათ კბილთაშორისი ჯაგრისი და არ იცით რომელი ზომა გჭირდებათ , თქვენთვის იდეალურია გამოსცადოთ „ტეპე – ორიგინალი“ – ზღარბუნას ყველაზე პატარა ზომა. მას აქვს უმცირესი ზომის დიამეტრი, ყველაზე პატარა ზომის ჯაგრულები და ადვილად შედის ყველა კბილთაშორის მიდამოში. ასევე ,,ორიგინალის“ უპირატესობა მის სტრუქტურაშია, ცენტრალური მეტალის ღერძი დაფარულია სილიკონის მასალით, რაც კიდევ უფრო ატრავმულს ხდის.

თუ თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს საღეჭ კბილებთან მიდგომა, მოწოდებულია ტეპეს კუთხის ზღარბუნები, რომლებსაც გრძელი სახელური აქვთ და ყველაზე რთულად მისადგომ სივრეებშიც კი შესაძლებელია მისი გამოყენება. ასევე, რეკომენდებულია კბილების ბრეკეტებით გასწორების დროსაც.

თუ, სტომატოლოგის მიერ უკვე გაქვთ შერჩეული კბილთაშორისი ჯაგრისის ზომები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ექსტრა რბილი ზღარბუნებიც. მათი ჯაგრულები განსაკუთრებულად რბილია და ეფექტურად გამოიყენება ღრძილის ანთების დროსაც.

რატომ ტეპე ?

  • წარმოდგენილია სამი სახის კბილთაშორისი ჯაგრისით
  • აქვს ზომების ფართო სპექტრი
  • ჯაგრულების საყრდენი ღერძი დაფარულია სილიკონით და მაქსიმალურად ატრავმულია
  • ერთ საყრდენ ღერძზე ჯაგრულების უხვი რაოდენობაა
  • მოსახერხებელი სახელური
  • სახელურსა და ჯაგრულებს შორის დამაკავშირებელი ყელი პლასტიურია და დრეკადი

კბილთაშორისი ჯაგრისების გამოყენება შეზღუდული არ არის, თუმცა აუცილებელია, დღეში ერთხელ, საღამოს კბილების გახეხვის შემდეგ, გაატაროთ ყველა კბილს შორის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *