გინგივიტი ეს არის ღრძილების ანთება, როდესაც პროცესი ვრცელდება კბილის ირგვლივ არსებულ მხოლოდ რბილ ქსოვილებზე (ღრძილზე) და არ არის გადასული ძვალზე.

grdzilebis anteba

გინგივიტის დროს აღინიშნება ღრძილებიდან სისხლდენა, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, შეშუპება და სიწითლე, ზოგჯერ ღრძილების ჭარბი ზრდა. მწეველებში სისხლდენა შედარებით ნაკლებად გვხვდება, თუმცა თავის დანებების შემთხვევაში იწყება. სისხლდენა შეიძლება იყოს მხოლოდ გახეხვის დროს, მაგარი საკვების მიღებისას ან სპონტანურად.

გინგივიტის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • ნადები – არასწორი ჰიგიენის ფონზე, კბილებზე დაგროვებული ნადები და მასში არსებული უამრავი ბაქტერია იწვევს ანთებას. ეს არის დაავადების განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი.
  • ჰორმონული ფაქტორი- ორსულობა, ჰორმონული დარღვევები
  • მედიკამენტები- ჰორმონული მედიკამენტები, ქიმიო თერაპია, ბეტა ბლოკერები.
  • არასწორად მოთავსებული ბჟენები ან ორთოპედიული გვირგვინები
  • მოწევა
  • ზოგადი დაავადებები – შიდსი, დიაბეტი, ლეიკემია.
  • პირის ღრუს სოკოვანი და ინფექციური დაავადებები.
gingiviti

გინგივიტის პრევენცია:

იმისთვის რომ არ დაგვემართოს გინგივიტი, არსებობს ძალიან მარტივი საშუალება, ეს არის პირის ღრუს სწორი ჰიგიენა და ვიზიტი პაროდონტოლოგთან 6 თვეში ერთხელ, სადაც პაროდონტოლოგი ჩაატარებს მარტივ სადიაგნოსტიკო ტესტს და პროფესიულ წმენდას.