ღრძილის ჭარბი ზრდა – ეს არის დაავადება, როდესაც ხდება ღრძილის ნორმაზე მეტად ზრდა კბილის გვირგვინის  მიმართულებით. ამ დროს ღრძილი ფორმას იცვლის, გაზრდილია ზომაში, მკვეთრად წითელია და სისხლმდენი.

ღრძილის ჭარბი ზრდის შესაძლო გამომწვევი ფაქტორებია :

  • ღრძილების ანთებისას ხშირად ვითარდება ჭარბი ზრდა.
  • ბრეკეტებით კბილების გასწორება
  • პირით სუნთქვა
  • ზოგიერთი მედიკამენტი ამ დაავადების პროვოცირებას იწვევს.(იმუნოსუპრესანტები, ca არხების ბლოკატორები, ეპილეფსიური მედიკამენტები)
  • გენეტიკური დარღვევები
  • ჰორმონული ცვლილებები (ოსულობა, გარდატეხის ასაკი)
  • C ვიტამინის ნაკლებობა
  • სისტემური დაავადებები (ლეიკემია, ტუბერკულოზი)
grdzilis charbi zrda

მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ მიზეზზე. პირველ ეტაპზე აუცილებელია პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვა. ხშირად საჭიროა ღრძილის ქირურგიული მოკვეთაც.