პერიო ბლოგი

შავი ნადები კბილებზე ფართოდ გავრცელებულია ბავშვთა ასაკში.
თუ გყავთ პატარა შვილი, ალბათ შეამჩნევდით თქვენი პატარას კბილებზე შავ ნადებს – ეს პიგმენტური ნადებია. ასეთი ნადები მოზრდილებშიც გვხვდება, თუმცა ბავშვებს უფრო ხშირად აღენიშნებათ 2.4- 21 %მდე, განსაკუთრებით სარძევე ან ცვლადი თანკბილვის პერიოდში. ხშირად, ასეთი ნადები 2-3 წლის ასაკიდან  ჩნდება. ასეთი პიგმენტური ნადები ვითარდება კბილების ლოყისკენა და ენისკენა ზედაპირებზე, ღრძილის კიდის გასწვრივ და მჭიდროდ არის მიკრული მინანქრის ზედაპირზე, ჩვეულებრივი ჯაგრისით და პასტით მისი მოშორება არ ხდება. ის არშიისებურად გასდევს თითქმის ყველა კბილს და ხშირად ბავშვებში კომპლექსებსაც კი იწვევს, თანატოლებთან ურთიერთობის დროს.

შავი ნადები

ეტიოლოგია

ასეთი შავი ნადები განსხვავდება ყველა სხვა ნადებისგან, რკინის, ფტორისა და ფოსფორის შემცველობით. შავი ფერის გამომწვევი რკინის სულფატია, რომელიც წარმოიქმნება ნერწყვში, რკინისა და წყალბადის სულფატის ურთიერთქმედებით. ეს უკანასკნელი პირის ღრუში არსებული ქრომოგენური ბაქტერიის მიერ არის გამოყოფილი. ზოგიერთი მოსაზრების თანახმად სხვა სახის ბაქტერიებიც იწვევენ შავი ნადების განვითარებას.

როგორ მოვიშოროთ შავი ნადები

პაროდონტოლოგიურ განყოფილებებში არსებობს სპეცილული აირ-ჭავლური (ეარფლოუ) აპარატები, რომელიც შავ, პიგმენტურ ნადებს უმტკივნეულოდ და სწრაფად აშორებს. ასეთი საშუალებებით კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება ბავშვებში 2 წლიდან დასაშვებია. გაითვალისწინეთ, ყველა სახის აირ-ჭავლური აპარატი არ არის უსაფრთხო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ კბილების სწორად გახეხვა და პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა.

დატოვეთ კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *