ღრძილების ანთება

პაროდონტოლოგია ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ხშირად გაიგებთ, თუმცა პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ის ერთერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც შეისწავლის ღრძილების დაავადებებს და პასუხს აგებს თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.
პაროდონტი ქსოვილთა კომპლექსია, რომელიც აერთიანებს კბილის ირგვლივ არსებულ რბილ და მაგარ ქსოვილებს, მათი ჯანმრთელობა განაპირობებს კბილის სიმყარეს ყბის ძვალში.

პაროდონტს გააჩნია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია:

  • ყბის ძვალში კბილის ფიქსაციის
  • ამორტიზაციის
  • დამცველობითი
  • ტროფიკული (მკვებავი)
  • პლასტიკური (აღდგენის)
პაროდონტოლოგია

ვინ არის ექიმი-პაროდონტოლოგი ?

პაროდონტოლოგი ექიმი-სტომატოლოგია, რომელიც მკურნალობს ღრძილების, პირის ღრუს ლორწოვანის ანთებით და ინფექციურ დაავადებებს. მარტივად რომ ვთქვათ, იცავს კბილის ირგვლივ სტრუქტურებს დაზიანებისგან.

პირის ღრუ, როგორც ორგანიზმის სარკე

ზოგჯერ პაროდონტოლოგიურ სტატუსს უფრო მეტის თქმა შეუძლია ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე, ვიდრე მხოლოდ ის, თუ რა ხდება პირის ღრუში. კბილებზე დაგროვებულმა ნადებმა შეიძლება ბევრი სისტემური დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს მაგ: დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვა. პირის ღრუს ზოგიერთი დაავადება შესაძლოა სიმსივნის ადრეული სადიაგნოსტიკო ნიშანიც კი იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია პაროდონტის დაავადებების პროფილაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში დროული მკურნალობა.

პაროდონტის დაავადებები მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მთლიანი მოსახლეობის თითქმის 90% აღენიშნება. პაროდონტის სხვადასხვა სახის დაავადება არსებობს, თუმცა მათი უმრავლესობა გამოწვეულია პირის ღრუში დაგროვებული ბაქტერიული ნადებით (ბიოაპკით). ასეთი პათოგენური ბაქტერიების ცხოველმყოფელობის შედეგად ვითარდება ღრძილების ანთება, რასაც მოსდევს კბილების მორყევა, ძვლის განლევა და საბოლოოდ კბილების დაკარგვა.

დატოვეთ კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *