შაბი

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თანმედროვე ინფორმაციებზე წვდომაც ბევრად გამარტივდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ხშირად შევხვდი სტატიასა თუ სხვადასხვა რჩევას, თუ როგორ ვუმკურნალოთ სტომატიტს “მამა-პაპური” მეთოდებით, მათ შორის შაბით. ამიტომაც, გადავწყვიტე ჩემი ბლოგის თემად სწორედ სტომატიტი და მისი მკურნალობა ამერჩია.

როგორც ადრეც დავწერე, სტომატიტი პირის ღრუს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. შესაბამისად, კლინიკურადაც სხვადასხვა სირთულით ვლინდება.

ვისაუბროთ მარტივი სტომატიტის მკურნალობაზე, როდესაც წარმოიქმნება ერთეული ბუშტუკი, მტკივნეულია და რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში რჩება პირის ღრუს ლორწოვანზე.  (ამას არ მიეკუთვნება ჰერპესი)

ალბათ საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, პირველი რაც სტომატიტის გაგონებაზე ახსენდება ეს არის შაბი – უებარი საშუალება პირის ღრუს ლორწოვანის დასაწვავად.

დაუშვებელია შაბის საშუალებით სტომატიტის მკურნალობა !

შაბი

შესაძლოა მისი ეფექტი საკმაოდ სწრაფია , თუმცა ეს ხდება არა ქსოვილების შეხორცების, არამედ მათი დაწვის ხარჯზე. ანუ, ისედაც დაზიანებულ ლორწოვანს, უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ შაბის საშუალებით. იგივე ითქმის კასტელანზე და ბრილიანტის მწვანეზეც. შედარებისთვის ეს იგივეა გაჭრილ კანზე დამატებითი ზიანი მიიღოთ დამწვრობით , იმ მიზნით რომ ჭრილობა მალე შეხორცდეს.

რაც შეეხება მკურნალობის თანამედროვე საშუალებებს: ფარმაცევტულ ბაზარზე უამრავი გელი თუ მალამო არსებობს, რომელიც უშუალოდ სტომატიტის დროს გამოიყენება, მათ აქვთ ქსოვილების აღდგენისა და ტკივილის შემცირების უნარი. მაგ : ჰიალურონის, შემცველი მალამოები, რეგენერაციის მასტიმულირებელი და კერატოპლასტიური საშუალებები.

სახლის პირობებში მნიშვნელოვანია დაიცვათ პირის ღრუს სწორი ჰიგიენა, დამატებით შესაძლებელია ანტისეპტიკური სავლების გამოყენება.

ativador office 365

Ativador Windows 7