სტომატიტი

სტომატიტი – პირის ღრუს დაავადებებს შორის ერთერთი ყველაზე გავრცელებულია. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. სტომატიტის მრავალი სახეობა არსებობს. იგი შეიძლება ერჯერადად გამოვლინდეს პირის ღრუში ან ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, ამას მორეციდივე აფთოზური სტომატიტი ეწოდება.

სტომატიტის გამომწვევი ფაქტორები:

  • ერთეული სტომატიტი შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ – ჩამოტეხილი კბილის გვირგვინით, ცუდი ბჟენით და აშ
  • მავნე ჩვევა – ლოყის ან ტუჩის კბეჩა
  • გამაღიზიანებელი საკვები – მზესუმზირა, თხილი, ნიგვზიანი კერძები, კენკრა
  • ბავშვებში საწოვარას არასწორი ზომის თავი
  • კბილის პასტებში SLS ის შემცველობა (ნატრიუმი ლაურილ სულფატი)

როდესაც სტომატიტი ხშირად მეორდება და არის დიდი რაოდენობით, გამომწვევი შეიძლება იყოს:

  • ალერგია
  • სტომატიტი ზოგჯერ სეზონურად მწვავდება
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • რკინის, B12 ვიტამინისა და ფოლიუმის ნაკლებობა
  • სტრესი
  • დაქვეითებული იმუნიტეტი
  • მენსტრუალური ციკლი
  • ჰორმონული ცვლილებები
  • კრონის დაავადება , წყლულოვანი ენტეროკოლიტი, ცელიაკია, HIV-ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, ბეხჩეტის სინდრომი

კლინიკა:

სტომატიტი, ძალიან ხშირად, ლორწოვანზე ჩნდება მტკივნეული აფთების სახით. აფთა შეიძლება ერთჯერადად გაჩნდეს, ლორწოვანის ტრავმისას, ან ჰქონდეს სისტემური ხასიათი და რაოდენობით ერთზე მეტიც იყოს,  რასაც მორეციდივე აფთებს უწოდებენ.

სტომატიტი

სტომატიტის სიმპტომები

  • მრგვალი ან ოვალური  ფორმის აფთები,
  • დაფარული მოთეთრო-მოყვითალო ნადებით
  • ჩნდება პირის ღრუს ლორწოვანზე (ტუჩი, ენა, ლოყა , რბილი სასა)
  • სხვადასხვა ზომის
  • სტომატიტი არის მტკივნეული
  • კვება და ზოგჯერ მეტყველებაც გართულებულია

აფთების გაჩენამდე, ლორწოვანზე ხშირად იგრძნობა წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, მოგვიანებით 2 დან -48 საათის განმავლობაში, დაზიანებაც გამოჩნდება. პატარა ზომის სტომატიტი, თუ ის ერთი -ორია, თავისით ხორცდება და ნაწიბურს არ ტოვებს. დიდი ზომის აფთების შემთხვევაში შესაძლებებლია ლორწოვანზე ნაწიბურის განვითარებაც.

სტომატიტის მკურნალობა :

დაუშვებელია სტომატიტის მკურნალობა შაბით, ლიმონითა და კასტელანის ხსნარით. ასეთი ნივთიერებები წვავენ პირის ღრუს ლორწოვანის ზედაპირს და დამატებით აზიანებენ ქსოვილებს.

სახლის პირობებში მკურნალობისას შესაძლებელია ანტისეპტიკური ხსნარების გამოვლება, როგორებიცაა სოდიანი ან გვირილის წყალხსნარი.  ლორწოვანის დასატენიანებლად კარგია ზეითუნის ზეთის გამოვლება (ცივი დაწურვით).

უმჯობესია პაროდონტოლოგთან ვიზიტი, რომელიც დაგინიშნავთ ანტისეპტიკურ ხსნარსა და მალამოს, ასევე კერატოპლასტიურ საშუალებებს, რომლებიც ძალიან მალე და უმტკივნეულოდ შეახორცებენ სტომატიტის უბანს და მოგიხსნიან დისკომფორტს.

 მორეციდივე აფთოზური სტომატიტის  შემთხვევაში აუცილებელია პაროდონტოლოგთან ვიზიტი, გამომწვევი ფაქტორის დადგენა და ზოგჯერ სისტემური მკურნალობის დანიშვნაც კი , რადგან ხშირად პირის ღრუში გამოჩენილი აფთები სხვა ბევრი სისტემური დაავადების მანიშნებელი შეიძლება გახდეს.

naruto download apk

Resident Evil Village PC                                       Virtual DJ Crackeado

power warriors mod apk

Agen878

borderlands crack

kinemaster for windows 11

Ghost of Tsushima PC Baixar Adobe Photoshop Crackeado

Stumble Guys Mod APK 

friday night funkin download tv express apk gratis crackedo

free fire download for pc 

Ativador Windows 11 Ativador Windows 8, 8.1

Free Fire for PC

Crack Software

I Baixar APK

shareme pc

idm kuyhaa