ყავის ეფექტი კბილებზე

კარგი ამბები ყავის, წითელი ღვინისა და ლუდის მოყვარულთათვის!

ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებს , აინტერესებდათ ყავის გავლენა კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობაზე.  მათდა გასაოცრად, ყავა არა თუ არ აზიანებს კბილებს , არამედ ის ამცირებს ძვლის განლევის ხარისხს ღრძილების ანთებითი დაავადებების დროს.

ეს იყო შთამბეჭდავი კვლევა, რომელშიც ჩართული იყო 1,152  პირი და კვლევა 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 1968- 1998 წლებში.

რაშია ყავის სასარგებლო ეფექტი ? – მის ანტიოქსიდანტებში. რაღა თქმა უნდა, წითელი ღვინო და ლუდიც აქვე უნდა ვახსენოთ, რომლებიც ასევე შეიცავენ ანთების საწინააღმდეგო ფაქტორებს. რა საკვირველია, ზომიერად მოხმარების ფარგლებში.

დატოვეთ კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *