კარგი ამბები ყავის, წითელი ღვინისა და ლუდის მოყვარულთათვის!
ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებს , აინტერესებდათ ყავის გავლენა კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობაზე. მათდა გასაოცრად, ყავა არა თუ არ აზიანებს კბილებს , არამედ ის ამცირებს ძვლის განლევის ხარისხს ღრძილების ანთებითი დაავადებების დროს.
ეს იყო შთამბეჭდავი კვლევა, რომელშიც ჩართული იყო 1,152 პირი და კვლევა 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 1968- 1998 წლებში.
რაშია ყავის სასარგებლო ეფექტი ? – მის ანტიოქსიდანტებში. რაღა თქმა უნდა, წითელი ღვინო და ლუდიც აქვე უნდა ვახსენოთ, რომლებიც ასევე შეიცავენ ანთების საწინააღმდეგო ფაქტორებს. რა საკვირველია, ზომიერად მოხმარების ფარგლებში.