უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან – ეს ის ქრონიკული პრობლემაა, რომელიც მხოლოდ პირის ღრუს სავლების ან საღეჭი რეზინის გამოყენებით არ ქრება.
ჰალიტოზის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს:
პაროდონტის დაავადებები
პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ პაროდონტის დაავადებებზე, ამ დროს პირის ღრუში არის უამრავი ბაქტერია, რომელიც ღრძილების ანთებას იწვევს. ასეთ ანთებით პროცესებს თითქმის ყოველთვის თან ახლავს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. პაროდონტის დაავადების მკურნალობასთან ერთად სუნიც იკლებს. ამიტომ მნიშვენელოვანია ღრძილების ჯანმრთელობა.
ნადები და ქვები
პირის ღრუში არსებული ნადები და ქვები ასევე იწვევს ცუდ სუნს, ამ შემთხვევაშიც გამომწვევი ბაქტერიები არიან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვა. კბილის პასტისა და სავლების სწორად შერჩევა, რაც მთავარია, კბილების პროფილაქტიკური წმენდა წელიწადში ორჯერ.
პირის ღრუს სიმშრალე
როდესაც სხვადასხვა მიზეზით პირის ღრუში ნერწყვის გამოყოფა იკლებს (ჰიპოსალივაცია) ჩნდება უსიამოვნო სუნი. ნერწყვის ფუნქცია პირის ღრუს დატენიანებასთან ერთად, ბაქტერიებთან ბრძოლაცაა, როცა ნერწყვის გამოყოფა მცირდება, ბაქტერიების რაოდენობა მატულობას, შესაბამისად ჩნდება უსიამოვნო სუნი.
სხვა ფაქტორები
პირის ღრუზე გავლენა სხვა ორგანოებსაც შეიძლება ჰქონდეთ. ჰალიტოზი ყველაზე ხშირად გასტროენტეროლოგიურ დაავადებებს უკავშირდება, ასევე დიაბეტსაც.
ჰალიტოზის პრევენცია
ჰალიტოზთან ბრძოლა სწორი ჰიგიენით იწყება. პაროდონტოლოგთან კონსულტაცია დაგეხმარებათ ჰალიტოზის გამომწვევი მიზეზის დადგენაში, აღმოფხვრასა და პირის ღრუს მოვლის საჭირო საშუალებების შერჩევაში.