როგორც ვიცით, თუ პირის ღრუს ჰიგიენა არდამაკმაყოფილებელია და პაციენტი კარგად ვერ იხეხავს კბილებს, გროვდება ბაქტერიული ნადები, და ვითარდება ღრძილების ანთება.
ამერიკის ტაფტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღწერეს კავშირი სტრესსა და ღრძილების ანთებას შორის.
ღრძილების ანთების დროს, ორგანიზმის იმუნური სისტემა გამოყოფს სპეციალურ უჯრედებს რომლებიც ორგანიზმს იცავენ მავნე ბაქტერიებისა და ანთებისგან, თუმცა სტრესის დროს ეს ფაქიზი ბალანსი ირღვევა.
სტრესისას ინფექცია აჭარბებს იმუნურ უჯრედებს და ვითარდება ღრძილების ანთება ანუ პაროდონტის დაავადებები.
სტრესის არსებობისას გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც მონაწილეობს და ხელს უწყობს ანთების განვითარებას, როგორც პირის ღრუში, ასევე მთელს ორგანიზმში.
გარდა ამისა პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს, შეუძლიათ გავრცელდნენ მთლიანად ორგანიზმში და გამოიწვიონ სხვა ორგანოების დაზიანებაც. So, I am working hard on this topic.
სტრესი ერთერთი ხელმშემწყობი ფაქტორია , იმუნიტეტის დაქვეითებისა და ორგანიზმში დაავადებების განვითარებისთვის, მათ შორის ღრძილების ანთებითი დაავადებების დროსაც.
Comments are closed.