საზიანო საკვები

საკვები, რასაც ყოველდღიურად ვიღებთ, პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, მათ შორის პირის ღრუსა და კბილების მდგომარეობაზე. ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია აქვეყნებს საკვების 9 ტიპს, რომელიც განსაკუთრებულად აზიანებს კბილებს.

1. მყარი კანფეტები ე.წ საწუწნი კანფეტები განსაკუთრებით საზიანოა კბილებისთვის. მათში არის დიდი რაოდენობით შაქარი, რომელიც გაწუწვნის დროს დიდი ხნის განმავლობაში ყოვნდება პირის ღრუში. ეს იწვევს პირის ღრუს PHის ცვლილებას და ხელ უწყობს ადგილობრივად იმუნიტეტის დაქვეითებას. ასეთი გარემო ძალიან ხელსაყრელია ბაქტერიებისთვის, რაც იწვევს კარიესების გაჩენას. ასევე მყარი კანფეტები ხშირად კბილის მოტეხილობის მიზეზიც ხდება.

2. როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ადამიანი ღეჭავს ყინულს გასაგრილებლად. მართალია, ის მხოლოდ წყლისგან შედეგება და არა შაქრისგან , მაგრამ ყინული არის საკმაოდ  მაგარი კონსისტენციის, მისი  ღეჭვა აზიანებს კბილის მინანქარს და იწვევს მგრძნობელობის მომატებას.

3. ციტრუსი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა. ცოცხალი ციტრუსის ან ფრეშის ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ზიანდება კბილები, ვითარდება მინანქრის ეროზია და იმატებს მგრძნობელობა. ასევე არ არის სასურველი, ციტრუსის მიღებისთანავე გაიხეხოთ კბილები, ეს ხელს უწყობს მასში არსებულ მჟავებს, იმოქმედონ კბილებზე და უფრო სწრაფად დააზიანონ ისინი. ხილის ან ფრეშის მიღების შემდეგ უმჯობესია წყლის გამოვლება პირის ღრუში და მხოლოდ  გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კბილების გახეხვა.

4. ნამდვილი ყავა და ჩაი ბუნებრივად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა ის არ უნდა შეიცავდეს შაქარს და ქიმიურ დანამატებს. დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით კოფეინის შემცველი ყავისა და ჩაის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს სიმშრალე. ასევე, ყავა და ჩაი საგრძნობლად ამუქებს კბილებს. თუ ასეთ სასმელებზე უარის თქმა გიჭირთ, ეცადეთ არ დაამატოთ შაქარი და მათი მირთმევის შემდეგ,  მიიღოთ 1 ჭიქა წყალი.

5. წებოვანი საკვები, კიდევ ერთი საყვარელი გარემოა ბაქტერიებისთვის. მაგალითად ხილის ჩირი , რა თქმა უნდა სასარგებლოა, თუმცა წებოვანია და ეკვრის კბილის ზედაპირს, დიდი ხნით ყოვნდება პირის ღრუში, ეს იზიდავს ბაქტერიებს და იწვევს კარიესების განვითარებას. ასეთი საკვების მიღების შემდეგ გამოივლეთ სავლები, ან წყალი.

6. ყველას უყვარს ხრაშუნა ჩიფსები. თუმცა ჩიფსები შეიცავს ბევრ სახამებელს, ჩიფსის ნაწილები  რჩება კბილებს შორის და არ არის სასურველი პირის ღრუსთვის. უმჯობესია, ჩიფსების მირთმევის შემდეგ გაიხეხოთ კბილები და გაიწმინდოთ კბილთაშორისი სივრცეები სპეციალური ზღარბუნა ჯაგრისებით.

7. გაზიანი სასმელები ერთერთი არასასურველი პროდუქტია პირის ღრუსა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით შაქარს. პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს შეუძლიათ ასეთი შაქრის გამოყენება და მჟავების წარმოქნა, რომელიც იწვევს კარიესს და აზიანებს კბილებს. გარდა ამისა, კოფეინის შემცველი გაზიანი სასმელები აშრობენ პირის ღრუს, რაც ბაქტერიებს კიდევ უფრო ხელსაყრელ გარემოს უქმნის.

8. დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი, რა თქმა უნდა, საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ალკოჰოლი იწვევს პირის ღრუს გამოშრობასა და ნერწყვის სეკრეციის შემცირებას. რაც დროთა განმავლობაში, კარიესების გაჩენასთან ერთად , იწვევს ღრძილის ანთებითი დაავადებებისა და პირის ღრუს ლორწოვანის პათოლოგიების განვითარებას. ასევე ზრდის პირის ღრუს სიმსივნის განვითარების რისკს.

9. სპორტული , მატონიზირებელი სასმელები ,ასევე დიდი რაოდენობით შეიცავენ შაქარს. ამერიკის პედიატრთა აკადემიის განცხადებით, ასეთი სასმელები სასარგებლოა მხოლოდ სპორტსმენებისთვის, ვინც დღის განმავლობაში მუდმივად ვარჯიშობს და ხარჯავს ბევრ ენერგიას, სხვა შემთხვევაში არ არის სასურველი მსგავსი სასმელების მიღება. 

Tải Cracks

Comments are closed.