ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის ცნობით უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება საკვების მიღებიდან 20 წუთის განმავლობაში, ამცირების კარიესის განვითარების რისკს.
რა სარგებელი აქვს საღეჭი რეზინის გამოყენებას?
უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება ზრდის პირის ღრუში ნერწყვის გამოყოფას. რითიც, საკვების მიღების შემდეგ კბილებზე დარჩენილი ნადების მოცილებას უწყობს ხელს. გამოყოფილი ნერწყვი ანეიტრალებს ბაქტერიების მიერ გამომუშავებულ მჟავა ნივთიერებებს. ნერწყვში ასევე არის კალციუმი და ფოსფორი , რაც ხელს უწყობს კბილის მინანქრის გამაგრებას.
რომელი საღეჭი რეზინი დავღეჭოთ?
საღეჭი რეზინის შეძენისას, აუცილებლად დარწმუნდით, რომ ის უშაქროა (sugar free) . მხოლოდ უშაქრო საღეჭი რეზინებია სასარგებლო. შაქრის შემცველი საღეჭი რეზინი, პირიქით, კარიესის გამომწვევიც შეიძლება გახდეს, რა თქმა უნდა ნერწვის გამოყოფას, შაქრის შემცველებიც ასტიმულირებენ, თუმცა შაქარი ბაქტერიებს იზიდავს და მეტი ნადების წარმოქმნას უწყობს ხელს. უშაქრო საღეჭ რეზინებს დასატკბობად დამატებული აქვს ქსილიტოლი (xylitol), ასპარტამი (aspartame), სორბიტოლი (sorbitol) ან მანიტოლი (manitol).
რა არის ქსილიტოლი და რატომაა ის შაქარზე უკეთესი?
ქსილიტოლი ბუნებრივი დამატკბობელია, რომელიც კენკრაში, ხილში, ბოსტნეულსა და სოკოში გვხვდება. მისი სიტკბო უტოლდება შაქრის სიტკბოს. ქსილიტოლს ჩვეულებრივ მიიღებენ არყის ხის ქერქისგან.
როდის შეიძლება უშაქრო საღეჭი რეზინის დაღეჭვა?
საღეჭი რეზინის დაღეჭვა უმჯობესია ჭამის დასრულების შემდეგ, 20 წუთის განმავლობაში, ამ დროს გამოიყოფა ნერწყვი და ხდება პირის ღრუს ნადებისგან თვითწმენდა.
უშაქრო საღეჭი რეზინების გამოყენება ბავშვებისთვის უსაფრთხოა?
რეკომენდებული არ არის, ბავშვებში შვიდ წელზე ქვემოთ საღეჭი რეზინის გამოყენება.
დღის განმავლობაში რამდენჯერ შეიძლება საღეჭი რეზინის გამოყენება?
დღის განმავლობაში, სადილის შემდეგ შეგიძლიათ დაღეჭოთ საღეჭი რეზინი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კბილების გახეხვა დღეში ორჯერ და კბილთაშორისი საწმენდების გამოყენება, აღარ არის საჭირო. საღეჭი რეზინის ღეჭვა ვერ ჩაანაცვლებს პირის ღრუს ადეკვატურ ჰიგიენას.