ართრიტი

ერთი შეხედვით, თქვენი ორგანიზმის სახსრები (მუხლები, იდაყვი და სხვა) და პირის ღრუ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა ბოლო პერიოდის კვლევებით დასტურდება რომ რეუმატოიდული ართრიტი და ღრძილების ჯანმრთელობა ერთმანეთთან კავშირშია.

რა კავშირია რეუმატოიდულ ართრიტსა და პირის ღრუს შორის?

ერთერთი მოსაზრებით , რეუმატოიდული ართრიტის დროს გამოყენებული ძლიერი მედიკამენტები , თრგუნავენ პირის ღრუს ადგილობრივ იმუნიტეტს და ბაქტერიებთან ბრძოლის უნარი ქვეითდება.

კვლევებმა აჩვენა, რომ ღრძილების ანთების მქონე პაციენტები მეტად მიდრეკილები არიან რეუმატოიდული ართრიტისკენ, ვიდრე ისინი ვისაც ღრძილების ანთება არ აქვს.

მეცნიერება

ევროპის რეუმატოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე 2012 წელს , ბევრი შემთხვევა იქნა ნაჩვენები სადაც პაროდონტის დაავადება და კბილების დაკარგვა წინ უძღვოდა  რეუმატოიდული ართრიტის განვითარებას. რაც უფრო მეტი კბილის დანაკარგი იყო , მით მძიმე იყო რევმატოიდული ართრიტიც. არსებობს მკვლევარების ორმაგი მოსაზრება: 1. მსგავსება და კავშირი ამ დაავადებებს შორის გამოწვეულია პირის ღრუსა და სახსრის ქსოვილების მსგავსებით. 2. თუ პაროდონტის მკურნალობა იწვევს ან  ამძიმებს რეუმატოიდულ ართრიტს, მაშინ ღრძილების მკურნალობამ უნდა გააუმჯობესოს სახსრების მდგომარეობა.

პრევენცია

პაროდონტის დაავადებების გამომწვევი არის პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და დაგროვებული ბაქტერიული ნადები. კბილების სწორად გახეხვის,კბილთაშორისი სივრცეების გაწმენდის და  ჯანსაღი საკვების მიღების შემთხვევაში თქვენ არ დაგემართებათ პაროდონტის დაავადებები და შესაძლოა თავიდან აიცილოთ რევმატოიდული ართრიტის განვითარებაც.

დატოვეთ კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *