დენტალური იმპლანტაცია- ასე ეწოდება დაკარგული კბილის აღდგენის საუკეთესო მეთოდს, თანამედროვე სტომატოლოგიაში. კბილის იმპლანტი 1952 წელს გამოიგონა შვედმა ორთოპედმა. კბილის პირველი იმპლანტაცია ტიტანის იმპლანტით, ჩაუტარდა მოხალისეს 1965 წელს, ორთოპედ ქირურგის ბრენემარკის მიერ. რომელმაც საფუძველი დაუდო კბილის იმპლანტაციას.
დენტალური იმპლანტი, ანუ კბილის იმპლანტი არის მეტალის ფესვი, რომელიც ქირურგიული ოპერაციით ჩაიხრახნება ყბის ძვალში. ოპერაციიან რამდენიმე თვის შემდეგ, კბილის იმპლანტი გაძვალდება ყბის ძვალში (ოსტეოინტეგრაცია) და მასზე შესაძლებელი ხდება გვირგვინის, ანუ ხელოვნური კბილის დამაგრება.
კბილის იმპლანტი წარმოადგენს, ბუნებრივ კბილთან ყველაზე მეტად მიახლოებულ ხელოვნურ კონსტრუქციას, რომელსაც აქვს მაღალი სტაბილურობა და სიმტკიცე. დენტალური იმპლანტები მზადდება სპეციალური მეტალით , byclick downloader რომელიც ადაპტირებულია ადამიანის ორგანიზმთან და ორგანიზმი მას უცხო სხეულიად არ აღიქვამს. როგორც იმპლანტების დამზადების, ასევე მისი პირის ღრუში ინტეგრაციის ტექნიკა ბოლო პერიოდში საგრძნობლად დაიხვეწა. კბილის იმპლანტების წარმატება სტომატოლოგიაში მსოფლიო მასშტაბით 97% ია.
თანამედროვე სტომატოლოგიაში შესაძლებელია:
- ერთ ვიზიტში დაზიანებული კბილის ამოღება და იმპლანტის ჩასმა
- იმპლანტაცია უსისხლოდ, განაკვეთის გარეშე
დენტალური იმპლანტების უპირატესობები:
- მაღალი ესთეტიურობა-გავს ნამდვილ კბილს
- შესაძლებელია ერთი დანაკარგი კბილის აღდგენა
- კბილის აღდგენისას არ პრეპარირდება (მუშავდება) მეზობელი კბილები
- მეტი სიმტკიცე და სტაბილურობა