ზოგიერთი საიტითა და სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია , რომელიც ირწმუნებოდა, რომ კბილის პასტების შეფუთვაზე არსებული ფერების კოდირება, მათ შემადგენლობაზე მიუთითებს.

  • მწვანე – ნატურალური
  • ლურჯი- ნატურალური+სამკურნალო
  • წითელი- ნატურალური +ქიმიური დანამატები
  • შავი- ქიმიური

ასეთი სტატიებით მომხმარებლებს აფრთხილებდნენ თავი შეეკავებინათ შავი და წითელი ფერით კოდირებული პასტების შეძენისგან, გამოეყენებინათ მხოლოდ მწვანე ან ლურჯად კოდირებული პასტები.

რეალურად, ამ ისტორიაში რამდენიმე უზუსტობაა. პირველ რიგში ტერმინები “ნატურალური “ და “ქიმიური “ ორაზროვანია – ბუნებაში ყველაფერი ქიმიური ელემენტებისგან შედგება და თვით ნატურალური პროდუქტებისგან შექმნილი კბილის პასტაც ქიმიურ მინერალებს შეიცავს.  ტერმინი “სამკურნალო “- ამაში შეიძლება ბევრი ინგრედიენტი მოვიაზროთ რომელიც პირის ღრუს სამკურნალოდ გამოიყენება: ფტორი, ქლორჰექსიდინი, ტრიკლოზანი და სხვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის რომ, კბილის პასტებზე მარკირებული ფერები არა მათი შემადგენლობის აღმნიშვნელი, არამედ დამზადების მექანიზმის მაჩვენებელია. კერძოდ, ტუბის დამზადებისას მასზე წინასწარ კეთდება სხვადასხვა ფერის მონიშვნა, რათა ავტომატმა სპეციალური სენსორის საშუალებით აღიქვას ფერი, თუ სად გადაჭრას ან დალუქოს შეფუთვა. ფერების განსხვავება უბრალოდ სხვადასხვა ტიპის შესაფუთ ავტომატს, ან სენსორს აღნიშნავს.

ყველაზე კარგი საშუალება კბილის პასტის შემადგენლობის გასაგებად, მასში შემავალი ინგრედიენტების წაკითხვაა, რომელიც ყუთზე ან თვითონ კბილის პასტის ტუბზე იქნება მითითებული. 

Ativador Windows 8.1