კბილის პასტა

ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრი სახეობის კბილის პასტას შეხვდებით, ნამდვილად რთულია ფართო ასორტიმენტიდან სწორი არჩევანის გაკეთება, ამიტომ გასწავლით რამდენიმე მეთოდს, რაც გაგიმარტივებთ კბილის პასტის შერჩევას. 

kbilis pasta

დავახარისხოთ კბილის პასტები შემადგენლობის მიხედვით:

1. ფტორის შემცველი კბილის პასტები

თუ თქვენი პირის ღრუ მიდრეკილია კარიესების განვითარებისკენ , მაშინ ნამდვილად დაგეხმარებათ ფტორის შემცველი პასტები. ფტორი ბუნებრივი მინერალია, რომლის შემცველობა კბილის პასტაში ამცირებს კარიესის განვითარების რისკს.

2. ანთების საწინააღმდეგო კბილის პასტები

ბევრი კბილის პასტა შეგხვდებათ, რომელიც სისხლდენისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება. ასეთი პასტები პაროდონტის დაავადებების მკურნალობის პროცესში გამოიყენება. მათი გამოყენება უმჯობესია ექიმის რეკომენდაციით. ჯანმრთელი პაროდონტის დროს არ არის სასურველი ანთების საწინაარმდეგო კბილის პასტების გამოყენება.

3. ნადების კონტროლი

შეხვდებით კბილის პასტებს ქვისა და ნადების საწინააღმდეგო მოქმედებით, ასევე სპეციალურად მწეველთათვის, ასეთი პასტები მეტი აბრაზიულობით გამოირჩევა. ძირითადად შეიცავენ ნატრიუმის პიროფოსფატს, რომელიც ხელს უშლის ნადების ფორმირებას. თუმცა თუ თქვენ უკვე გაქვთ ფორმირებული ნადები ან კბილის ქვები , მას მხოლოდ კბილის პასტა ვერ მოაშორებს.

4. მათეთრებელი კბილის პასტები

მათეთრებელი კბილის პასტები შეიცავენ ინგრედიენტებს, რომლებიც ქიმიურად ათეთრებენ კბილებს. მუდმივად მათეთრებელი კბილის პასტების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ისინი იწვევენ მგრძნობელობის მომატებას. თუ გაქვთ მგრძნობიარე კბილები თავი შეიკავეთ მათეთრებებლი კბილის პასტების გამოყენებისგან .

5. გემოს არომატიზატორები

ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრი კბილის პასტაა წარმოდგენილია, სხვადასხვა არომატიზატორით, ისინი გახეხვის შემდეგ სასიამოვნო გემოს ტოვებენ პირის ღრუში.  კბილის პასტის შეძენამდე გაეცანით შემადგენლობას , ტკბილი გემოს პასტებში დიდი რაოდენობით ხელოვნური დამატკბობლის არსებობა არ არის სასურველი , რადგან ასეთი დამატკბობელი კარიესის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.

6. საბავშვო კბილის პასტები

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა კბილები საბავშვო პასტებით გაიხეხონ და არა დიდებისთვის განკუთვნილი საშუალებებით. საბავშვო პასტები ყოველთვის შეარჩიეთ ასაკობრივად. ბავშვები ხშირად ყლაპავენ ჯაგრისზე წასმულ პასტებს, უფროსების კბილის პასტები შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს მათთვის, გარდა ამისა, საბავშვო პასტებს ის ნივთიერებები აქვთ დამატებული, რაც საჭიროა მათი კბილების მინერალიზაციისთვის.

კბილის პასტა

7. მცენარეული კბილის პასტები

თუ თქვენ უპირატესობას ბუნებრივ ნივთიერებების ანიჭებთ , პერიოდულად შესაძლებელია ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი კბილის პასტების გამოყენებაც . ასეთები ნაკლებად შეიცავენ ფტორს , ძირითადად მცენარეული შემადგენლობით არიან წარმოდგენილი. აქვთ დამახასიათებელი გემო.

8. კბილის პასტების არჩევა

კბილის პასტების არჩევისას უმჯობესია ისეთი საშუალებები შეიძინოთ, რომელთა შემცველობაში არ არის SLS (ნატრიუმის ლაურილ სულფატი sodium lauryl sulfate). ეს ნივთიერება ემატება პასტებს ქაფის წარმოსაქმნელად. თუმცა SLS ხშირად იწვევს სტომატიტებს და ალერგიებს პირის ღრუში.

9. მგრძნობელობის დამაქვეითებელი.  

თუ თქვენ ხშირად იყენებთ კბილის მათეთრებელ პასტებს ან ხშირად იტარებთ ქიმიურ გათეთრებას, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ მგრძნობელობის დამაქვეითებელი კბილის პასტა. ასეთი პასტები შეიცავენ კალიუმის ნიტრატს , რომლის მოქმედებითაც ქვეითდება მგრძნობელობა.

10. კბილის პასტის ფენის სისქე

კბილის პასტების რეკლამებში ყოველთვის ვხედავთ ჯაგრისზე დადებულ პასტის სქელ ფენას . რეალურად, კბილების ხეხვის დროს კბილის პასტის მხოლოდ თხელი ფენაც კი საკმარისია, იმისათვის რომ ჩავიტაროთ პირის ღრუს ადეკვატური ჰიგიენა. ასევე, უმჯობესია ხშრად ცვალოთ და ნაკლებად გამოიყენოთ ერთიდაიგივე პასტები.

ერთი კომენტარი პოსტზე: “როგორ ავირჩიოთ კბილის პასტა ?”

  • Ani

    Dzalin sainteresoa! Amieridan moveridebi amden matetrebel kbilis pastas

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *