კბილების გათეთრება

კბილების გათეთრება და ლამაზი ღიმილი ყველასთვის სასურველია. განსაკუთრებით, მაშინ თუ ამის მიღწევა, სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია.

ხშირად შეხვდებით სტატიებს, სადაც კბილების გათეთრების არაერთი ხალხური მეთოდია ჩამოთვლილი, მაგალითად:

  • კბილების გახეხვა ლიმონით
  • სოდით
  • წყალბადის ზეჟანგით
  • ნახშირითა
  • კენკრით

ყველა ეს მეთოდი ერთი შეხედვით ძალიან ეფექტური და თან მარტივია, თუმცა უნდა ვიცოდეთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების გამოყენება გათეთრების მიზნით საზიანოა კბილებისთვის!

მაგალითად ნახშირი ან სოდა, მათში შემავალი გრანულები აბრაზიულია მინანქრისთვის. გათეთრების პირველად ეფექტთან ერთად, ისინი იწვევენ კბილის მაგარ ქსოვილზე მექანიკურ დაზიანებას, ე.წ ნაკაწრებს რომლებშიც საკვების პიგმენტები და ნადები ღრმად ჩადის და დროთა განმავლობაში უფრო მეტად მუქდება კბილები. ამასთან, მიმანქრის დაზიანება შეუქცევადია და მასზე გაჩენილი “ნაკაწრები” აღარ აღდგება.

ლიმონში შემავალი მჟავაც მავნედ მოქმედებს მიმანქარზე.

არსებობს კბილების გათეთრების რამდენიმე უსაფრთხო მეთოდი:

  1. მათეთრებელი პასტები.  ასეთი კბილის პასტები დიდი რაოდენობითაა ფარმაცევტულ ბაზარზე,ამიტომ თავისუფლად ხელმისაწვდომია. თუმცა მუდმივად მათეთრებელი პასტის გამოყენება არ არის რეკომენდებული, უმჯობესია პერიოდულად მიკროელემენტებით გაჯერებული პასტით ჩაანაცვლოთ.
  2. არსებობს კბილების გათეთრების ე.წ სახლის პროგრამა, როდესაც სტომატოლოგი თქვენი კბილების ანაბეჭდის მიხედვით ამზადებს “კაპებს”, რომელშიც ასხამთ მათეთრებელ სითხეს და თქვენი სურვილისამებრ,სახლის პირობებში, არეგულირებთ კბილების ფერს.
  3. ყველაზე კარგად აპრობირებულ და ეფექტურ მეთოდად კბილების ლაზერული გათეთრება რჩება, რომელსაც სტომატოლოგის კაბინეტში მიიღებთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ქიმიური სახით გათეთრება არის დროებითი და ფერის ცვლილება დამოკიდებულია ცხოვრების წესზე.

არ დაგავიწყდეთ, კბილების გათეთრებისას ყოველთვის იმატებას მგრძნობელობა!

დატოვეთ კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *