ყველამ ვიცით რომ პირის ღრუს სწორი ჰიგიენა მნიშვნელოვანია, რათა არ განვითარდეს კარიესი და სხვა დაავადებები. მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ, კბილების პროფესიული წმენდის რეგულარული ჩატარებით ვამცირებთ ჩვენი ინფაქტის განვითარების რისკს.
კვლევებმა დაამტკიცა, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე თუ ერთხელ მაინც ჩაიტარებს ადამიანი პროფესიულ წმენდას 24 %-ით ნაკლები შანსია, რომ განუვითარდეს გულის შეტევა, ხოლო 13 %-ით ნაკლებად განუვითარდება ინფარქტი.
შესაბამისად თუ კბილების პროფესიული წმენდა ჩატარდება წელიწადში ორჯერ ეს კიდევ უფრო მომგებიანი იქნება ჩვენი ორგანიზმისთვის.

კბილიბიდან ბაქტერიული ნადების მოშორება წელიწადში ორჯერ, არა მხოლოდ პირის ღრუს ჯანმრთელობისთვისაა აუცლებელი, არამედ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობისთვისაც. ამით თქვენ დაიცავთ თავს ისეთი დაავადებებისგან როგორიცაა: გულსისხლძარღვთა პრობლემები, ინფარქტი, ორსულობისას ნაადრევი მშობიარობა და მცირეწონიანი ნაყოფის დაბადება.

ძალიან ბევრი კვლევაა იმის თაობაზე, რომ პირის ღრუში არსებული ბაქტერიული ნადები საკმაოდ სახიფათოა და მისი რეგულარული მოშორებით შეგვიძლია გავიხანგრძლივოთ ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობა. პაროდონტოლოგთან პროფილქტიკური ვიზიტი საუკეთესო საშუალებაა, გაიგოთ თქვენი პაროდონტოლოგიური სტატუსი (ღრძილების მდგომარეობა და ნადების არსებობა) და თავი დაიცვათ შესაძლო გართულებებისგან.