ღრძილების ანთების მკურნალობის ხალხური მეთოდები სპარსი ექიმისგან

აბუ ბაქრ მუჰამად ალ-რაზი (Abū Bakr Muḥammad ibn Zakariyyā al-Rāzī ჩ.წ 854-925 წლებში) იყო სპარსი ექიმი, ფილოსოფოსი, ასტრონომი და მნიშვნელოვანი ფიგურა მედიცინის ისტორიაში.

მან მედიცინის მრავალი დარგის განვითარებაში შეიტანა წვლილი, მათ შორის იყო ღრძილების დაავადებები.

რაზიმ პირველად აღწერა ღრძილის ანთებითი დაავადებები და შეიმუშავა მკურნალობის მეთოდები.

1. ოპიუმის, ვარდის ზეთის, წიწაკისა და თაფლის ნაყენის აპლიკაცია ღრძილებზე. თუ ეს მეთოდი არ გაამართლებდა

 2. კბილების გაშიშვლებულ ფესვებზე ალ-რაზი უსვამდა წიწაკის, ჯანჯაფილის, ოპიუმისა და სხვა იგრედიენტებისგან დამზადებულ მასას. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ესეც უშედეგო იქნებოდა

3. დაავადებულ კბილის ფესვებს ადებდა გაცხელებულ რკინას ან ცდილობდა კბილის ამოღებას (ამოვარდნის პროვოცირებას) სხვადასხვა მედიკამენტის, მათ შორის დარიშხანის გამოყენებით.

როგორც ჩანს, ეს მეთოდები საკმაოდ ამართლებდა მაშინდელ სამყაროში და აღიარებაც მოუტანა სპარსელ ექიმს.