grdzilebis daavadeba mamakacebshi

ამერიკის პაროდონტოლოგთა აკადემია ავრცელებს კვლევას , რომ მამაკაცებში ღრძილების ანთებითი დაავადებები (პაროდონტის დაავადებები) განსაკუთრებით მძიმე ცვლილებებს იწვევენ. 

ღრძილების  დაავადებები მამაკაცების 56.4 % , ხოლო ქალების 38.4 % აღენიშნება.

პროსტატის ანთება

ნორმაში პროსტატის ჯირკვალში წარმოიქმნება ჰორმონი PSA, რომელიც მცირე რაოდენობით გამოიყოფა. თუმცა როდესაც ვითარდება პროსტატიტი, ინფექცია ან პროსტატის სიმსივნე, PSA რაოდენობა იმატებს. კვლევებით დადგინდა რომ მამაკაცებს ვისაც აქვთ როგორც ღრძილების, ასევე პროსტატის ანთება, PSA მომატებულია. ეს ნიშნავს რომ პროსტატის ჯანმრთელობა დაკავშირებულია ღრძილების მდგომარეობასთან და პირიქით.

გულის დაავადებები

დამტკიცებულია რომ პაროდონტის დაავადებები დაკავშირებულია კარდიოვასკულურ დაავადებებთან. ორივე ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. მამაკაცებში გულის დაავადებები უფრო მეტად გავრცელებულია ვიდრე ქალებში. ამიტომ ღრძილების მკურნალობით , გულის დაავადებების პრევენციაა შესაძლებელი.

იმპოტენცია

მამაკაცებში ვისაც აქვს ღრძილების ანთება , განსაკუთრებით 30 წელს ქვემოთ, დიდი რისკის ქვეშ არიან რომ იმპოტენცია განუვითარდეთ. ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული ანთება, რაც ღრძილების ანთების დროს აღინიშნება, აზიანებს სისხლძარღვებს, ეს კი იწვევს იმპოტენციას.

სიმსივნე

კვლევებით დამტკიცდა რომ მამაკაცების იმ ნაწილს , ვისაც გადატანილი აქვს ღრძილების ანთება 14 ჯერ უფრო ხშირად უვითარდება სიმსივნე , ვიდრე ჯანმრთელი ღრძილის მქონე მამაკაცებს.

  • 49%-ით ხშირად ვითარდება თირკმლის სიმსივნე მამაკაცებში , ვიდრე ქალებში.
  • 54% -ით ხშირად უვითარდებათ პანკრეასის კიბო
  • 30 %-ით ხშირად უვითარდებათ სისხლის სიმსივნე

დატოვეთ კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *