სიგარეტის მოწევა, რომ ორგანიზმისთვის მავნეა, ეს ყველამ იცის. სიგარეტი და მასში შემავალი ნივთიერებები უარყოფითად მოქმედებენ თითქმის ყველა ორგანოზე, მათ შორის პირის ღრუს ჯანმრთელობაზეც. პაროდონტიტის (ღრძილების ანთებითი დაავადება) გამომწვევ ერთერთ რისკ ფაქტორს, სწორედ მოწევა მიეკუთვნება.

eleqtro sigareti

მოწევაზე თავის დანებება, ბევრისთვის სირთულეს წარმოადგენს. არსებობს ელექტრო სიგარეტები, რომლებიც გარკვეულწილად ანაცვლებენ ტრადიციულ სიგარეტს. სიგარეტი რომ მავნეა, ამაზე ყველა ერთხმად თანხმდება, თუმცა ელექტრო სიგარეტებთან დამოკიდებულებაში ორგვარი მოსაზრება არსებობს. ერთნი ფიქრობენ, რომ მოწევაზე თავის დანებების გზა სწორედ ელექტრო სიგარეტია, რომელიც სრულიად უსაფრთხოა, ხოლო მეორენი თვლიან, რომ რაიმე სარგებელი ამ პროდუქტს არ შეიძლება ჰქონდეს, უფრო მეტიც ის სიგარეტზე უფრო მავნეცაა.

ელექტრო სიგარეტი

ელექტრო სიგარეტი ეს არის ელემენტით მომუშავე მოწყობილობა. მასში მოსათავსებელი სითხეები არსებობს ნიკოტინით და ნიკოტინის გარეშე. თუმცა ნიკოტინთან ერთად არ აქვს დამატებული სხვა მომწამვლელი ნივთიერებები, რაც ჩვეულებრივ სიგარეტში დიდი რაოდენობითაა.

ელექტრო სიგარეტი

2016 წელს დაიბეჭდა კვლევა (Environmental Science & Technology) შემდეგი შინაარსით: ელექტრო სიგარეტი არ არის უსაფრთხო, ის კანცეროგენია და ლორწოვანის გამაღიზიანებელი, თუმცა ბევრად უფრო ნაკლები ხარისხით ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი. Public Health England (PHE) ირწმუნება რომ 95 %-ით ნაკლებ მავნებელია, სიგარეტთან შედარებით. თუმცა 2014 წლის კვლევით New England Journal of Medicine იუწყება, რომ ელექტრო სიგარეტი შეიძლება გახდეს ტვინის  მაპროვოცირებელი უფრო მძიმე ნარკოტიკების მიღებისადმი.  ასევე, 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა პატარა კვლევა, რომელიც ამტკიცებდა რომ ელექტრო სიგარეტები მოწევიდან 30 წუთში ისევე იწვევენ არტერიების შევიწროვებას, როგორც თამბაქო.

ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ელექტრო სიგარეტის სითხის შემადგენლობაშია, ალდეჰიდების სახით არის წარმოდგენილი, ეს ნივთიერებები კი იწვევენ ფილტვის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, შესუნთქვის დროს.

რაც შეეხება პირის ღრუს, ელექტრო სიგარეტები რომლებიც ნიკოტინს შეიცავენ, ისევე მოქმედენ პირის ღრუზე, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტები, რადგან ნიკოტინს აქვს სისხლძარღვების შევიწროვების ფუნქცია, ამის გამო ქვეითდება პირის ღრუს უნარი შეებრძლოს ბაქტერიებს და ვითარდება ღრძილების ანთება, რომელიც დროთა განმავლობაში მძიმდება. ასევე, ნიკოტინი ფერს უცვლის კბილებს.  პირის ღრუს სიმშრალე – ხშირი სიმპტომია. სიგარეტის სითხე შეიცავს პროპილენ გლიკოლს და  გლიცერინს, რომლებიც აშრობენ პირის ღრუს ლორწოვანს.

როგორც ხედავთ, ყველა ერთხმად თანხმდება თამბაქოს მავნებლობაზე, ასევე იმაზე რომ ელექტრო სიგარეტი ნაკლებად მავნებელია, მაგრამ არის თუ არა ის უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის ამას კიდევ ბევრი დაკვირვება სჭირდება.

Snaptube APK 

ativador office 2021 

tảitools

Snaptube PC gratis Snaptube For PC

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *