ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია გვაწვდის 5 განსაკუთრებით სასარგებლო საკვების ჩამონათვალს, რომელიც მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის.
1. წყალი , განსაკუთრებით ფტორირებული წყალი, ძალიან სასარგებლოა როგორც ზოგადი ჯანმრთელობისთვის, ასევე პირის ღრუსთვის. რადგან ფტორს აქვს ანტიკარიესული მოქმედება და იცავს კბილებს დაზიანებისგან.
2. რძის პროდუქტები: ყველი, რძე, მაწონი, ხაჭო დღის რაციონის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. რძის პროდუქტები შეიცავს პროტეინებს და კალციუმს, რაც დადებითად მოქმედებს კბილებზე.
3. ფოსფორი ის მიკროელემენტია , რომელიც სასარგებლოდ მოქმედებს კბილების ჯანმრთელობაზე, ფოსფორით მდიდარი საკვებია: ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე, ფრინველის ხორცი.
4. ბალანსირებული კვების უნმნიშვნელოვანესი ნაწილია ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. მათი შემადგენელი მიკროელემენტები დადებითად მოქმედებენ ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ცოცხალი ბოსტეულის დაღეჭვისას ხდება კბილების თვითწმენდა, აქტიურდება ნერწყვის გამოყოფა და კბილებიდან შორდება მავნე ბაქტერიული მჟავები.
5. თხილეული (ნიგოზი, ნუში, თხილი და სხვა) შეიცავს პროტეინებს და მნიშვნელოვან მინერალებს. ასევე, თხილეული ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, ამიტომაც კარიესის გამომწვევ რისკ ფაქტორს არ წარმოადგენს. ვინაიდან , ცნობილია რომ კარიესის გამომწვევია მჟავა წარმოქმნელი ბაქტერია , რომელიც აქტიურდება ნაცშირწყლებზე. გარდა ამის, თხილეულის ღეჭვისას აქტიურდება ნერწყვის სეკრეცია, რასაც ბაქტერიოციდული მოქმედება აქვს.
free download plotagraph pro full version
Korean Zombie Movies fl studio crack kutools for excel crack dolby atmos crack dr fone crack