კბილების გახეხვა
ბრეკეტებით კბილების გასწორებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პირის ღრუს ჰიგიენას. სწორად გახეხვა უმთავრესი ეტაპია. მართალია ეს პროცესი შედარებით გართულებულია , თუმცა არა შეუძლებელი. არსებობს სპეციალური ორთოდონტული ჯაგრისები, რომელთა დიზაინიც ერგება ბრეკეტის აგებულებას. ასეთ ჯაგრისებს ჯაგრულების შუა ნაწილი უფრო მოკლე აქვთ , რაც აადვილებს კბილების გახეხვას.
კბილთაშორისი ჯაგრისები – ,,ზღარბუნები” .
ეს პატარა ჯაგრისები დაგეხმარებათ გაასუფთაოთ როგორც ბრეკეტის რკალი, ასევე კბილთაშორისი სივრცეები
პროფესიული წმენდა
ბრეკეტებით მკურნალობისას აუცილებელია პაროდონტოლოგთან პროფილაქტიკური წმენდების ჩატარება სამ ან ოთხ თვეში ერთხელ
ხშირად ბრეკეტი აღიზიანებს პირის ღრუს ლორწოვანს, ტუჩებსა და ლოყებს.
ასეთ დროს გამოიყენება ბრეკეტზე დასაკრობი ცვილი, რომელიც ფარავს ბრეკეტის ბასრ ნაწილებს, ხოლო ლორწოვანზე შეგიძლიათ წაისვათ პირის ღრუსთვის განკუთვნილი მალამოები.
გართულებები
ბრეკეტებით მკურნალობისას თუ არ დაიცავთ ადეკვატურ ჰიგიენას შესაძლოა განვითარდეს სერიოზული გართულებებია, როგორიცაა: ღრძილების ანთება, კარიესები და ღრძილების ჭარბი ზრდა. ეს უკანასკნელი საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას.
batch word shrink compactor crack remo repair crack phpstorm crack itools crack nero burning rom crack