თუ თქვენ პატარას მოლოდინში ხართ, წინ ბევრი სასიხარულო ცვლილება გელით. თუმცა ზოგჯერ ცვლილებები ორსულობიდანვე იწყება და არასასიამოვნოდაც გამოვლინდება ხოლმე. მაგ, პირის ღრუში შეამჩნევდით:
- ღრძილები წითელი გახდა
- სისხლმდენი
- შეშუპებული
- მტკივნეული
მოჭარბებული ჰორმონების ფონზე ხშირია ღრძილების ანთება. ჰორმონების გააქტიურებას ემატება პირის ღრუში არსებული ბაქტერიული ნადები, ვითარდება ორსულთა გინგივიტი (ღრძილების ანთება), რაც გამოვლინდება შეშუპებით, სისხლდენითა და ტკივილით. თუ თქვენ ღრძილების პრობლემა ორსულობამდეც გაწუხებდათ, ამ პერიოდში სიმპტომები უფრო მძიმდება. ბევრი ორსული, ასეთ დროს, თავს იკავებს პაროდონტოლოგთან ვიზიტისგან, ფიქრობენ რომ სტომატოლოგიური მანიპულაციები საზიანოა ნაყოფისთვის.
პირის ღრუში არსებული ანთებითი პროცესი, რომელიც ბაქტერიებითაა გამოწვეული, მოქმედებს არა მხოლოდ ღრძილებზე, არამედ მთლიანად ორგანიზმზე და, ვრცელდება ნაყოფზეც.
პაროდონტის დაავადებები საზიანოდ მოქმედებს ნაყოფზე, იწვევს ნაადრევ მშობიარობასა და მცირეწონიანი ბავშვების დაბადებას.
ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად არსებობს მარტივი გამოსავალი – პროფილაქტიკური ვიზიტი პაროდონტოლოგთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაგიგეგმავთ თქვენთვის და თქვენი პატარასთვის უსაფრთხო მკურნალობას.