For English please scroll down.

კბილის კაერიესი მულტიფაქტორული პათოლოგიური პროცესია, რომელიც კბილის ამოჭრის შემდეგ ვითარდება. თავდაპირველად იგი ხასიათდება კბილის მაგარი ქსოვილების კეროვანი დემინერალიზაციით, ხოლო მოგვიანებით – დეფექტის ან კარიესული ღრუს წარმოქმნით. 

    კბილის კარიესით დაავადების გავრცელება დამოკიდებულია კლიმატურ-გეოგრაფიულ პირობებზე, სოციალურ მდგმარეობაზე, სასმელ წყალში ფტორის შემცველობაზე, ასაკზე, პირის ღრუს ჰიგიენურ, ზოგად მდგომრეობაზე და ა.შ. 

  არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიუთითებს ექიმ-სტომატოლოგთან ვიზიტის აუცილბლობაზე:

1. კბილის მგრძნობელობა ცივზე და ცხელზე- შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ თქვენ გაქვთ კარიესი;

2.  მგრძნობელობა ტკბილეულზე – კვლევებიდან დგინდება, რომ ადამიანები, რომლებიც  ხშირად  მიირთმევენ ტკბილეულს და გაზიანი სასმელს. ხშირად ავადდებიან კბილის კარიესით. ტემპერატურული  მგრძნობელობის მსგავსად, ტკბილეულის,იღების ფონზე  ხანგრძლივი დისკომფორტი იწვევს მინანქრის დაზიანებას  კბილის ზედაპირზე ღრუს წარმოქმნის გამო;

3. კბილის ტკივილი – ერთ ან რამდენიმე კბილის მიდამოში მუდმივი ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს  კარიესული ღრუს არსებობაზე. სინამდვილეში, ტკივილი არის კარიესის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი. ზოგჯერ ეს ტკივილი შეიძლება მოულოდნელად აღმოცენდეს, ან შეიძლება წარმოიქმნას ჭამის დროს. შესაძლოა, ტკივილი იყოს ხანგრძლივი ან გამღიზიანებლის მოცილების შემდეგ შეჩერდეს;

4. კბილის ფერის ცვლილება – კბილის ზედაპიზე  ლაქები შეიძლება იყოს თეთრი ფერისაც. თუმცა რაც უფრო პროგრესირებს კბილის კარიესი, ლაქა შეიძლება უფრო მუქი გახდეს. კბილის ფერის ცვლილება ზოგჯერ ახასიათებს უკვე ნამკურნალებ კბილსაც, რომელიც კბილის ყელის მიდამოში უფრო მუქია.

5. კბილის ზედაპირზე არსებული კარიესული ღრუ.

თუ აღმოაჩინე კარიესი აუცილებლად ესტუმრეთ ექიმ-სტომატოლოგს.

ავტორი: ნატა გოგრიჭიანი

ENG

Dental caries is a multifactorial pathological process that develops after tooth extraction. Initially, it is characterized by focal demineralization of the tooth’s soft tissues and later by the formation of a defect or carious cavity.

The prevalence of dental caries disease depends on climatic and geographical conditions, social status, fluoride content in drinking water, age, oral hygiene, general condition, etc.

Several signs indicate the need to visit a dentist:

  1. Tooth sensitivity to cold and hot – may be a sign that you have caries;

2. Sensitivity to Sweets – Studies have shown that people who frequently eat sweets and fizzy drinks. They often suffer from dental caries. Like temperature sensitivity, long-term discomfort in the background of taking sweets causes damage to the enamel due to the formation of a cavity on the surface of the tooth;

  1. Toothache – constant pain in the area of ​​one or more teeth may indicate the presence of a cavity. In fact, pain is one of the most common symptoms of caries. Sometimes, this pain can appear suddenly or occur while eating. The pain may be prolonged or stop after removing the irritant;
  2. Tooth color change – the spots on the tooth’s surface can be white. However, as tooth decay progresses, the stain may become darker. A change in the tooth’s color sometimes characterizes the already treated tooth as darker in the area of ​​the tooth neck.
  3. Carious cavity on the surface of the tooth.

If you find caries, definitely visit a dentist.

Author: Nata Gogritchiani