For the English version, please scroll down.
ენის მოკლე ლაგამის, იგივე ანკილოგლოსია თანდაყოლილი მდგომარეობაა, რომელიც ზღუდავს ენის მოძრაობის დიაპაზონს. მოკლე ლაგამი ენას აერთებს პირის ღრუსთან და ამასთანავე, ამაგრებს ენის ქვედა ზედაპირს ღრძილის შიდა ზედაპირზე. თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, ენის მოკლე ლაგამის არსებობა დღესდღეისობით არ წარმოადგენს უცნაურ ფენომენს, რომლის გამოვლენამაც პაციენტს შეიძლება ცხოვრების სტილის შეცვლა აიძულოს.
თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ასაკის მატებასტან ერთად იგი ნამდვილად იწვევს გარკვეულ ცვლილებებს, რაც აისახება საუბარის ტემბრისა თუ ბგერების წარმოთქმაში. მოკლე ლაგამის მქონე ადამიანებს უჭირთ ენის წინ გამოყოფა,ასევე პრობელმები ექმნებათ ჭამაში, რაც ჩვილობაში ძუძუთ კვების პროცესშიც კი აისახება.
გაინტერესებს გაქვს თუ არა ანკილოგლოსია? ამის გამოსარკვევად მცირე ტესტს გთავაზობთ:
- ენა წვდება ზედა ფრონტალურ(წინა) კბილებს?
- გაქვს თუ არა გულის ფორმის ენა გამოწევისას?
- გიჭირს თუ არა პირის ღრუდან ენის გამოწევა?
- ენის გაჭიმვას მცდილობისას, ის უბრალოდ რკალში იხრება?
თუ თქვენ აღნიშნული ტესტის გავლის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ გიჭირთ ენის წინა კბილებთან მიტანა და ამასთან, თქვენი ენა გულისებრი ფორმისაა ეს ენის მოკლე ლაგმის არსებობაზე მიგვანიშნებს. ამ შემთხვევაში მცირე ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია მიმართოთ ექიმ-სტომატოლოგს. ენის მოკლე ლაგამის ქირურგიულ მკურნალობას ფრენექტომია ეწოდება. ფრენექტომია გეგმიურ მინი ოპერაციათა რიგებში არ მოიაზრება, თუკი, რა თქმა უნდა პაციენტს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ უშლის ხელს.
პოსტოპერაციული პერიოდი- ფრენულის გაკვეთის შემდეგ გარკვეული დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს ნაკერებმა, თუ ოპერაცია ლაზერის დახმარების გარეშე ჩატარდა. რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტი რაც შეიძლება ნაკლებად საუბრობს და ზღუდავს მყარი საკვების მიღებას. ერთი კვირის შემდეგ ოპერაციულ ჩარევას არაფერი შეგახსენებთ.
ნატა გოგრიჭიანი
ENGLISH VERSION
Do you have ankyloglossia (short tongue tie)?
Short tongue tie, also known as ankyloglossia, is a congenital condition that limits the tongue’s range of motion. A short bridle connects the tongue to the oral cavity and anchors the tongue’s lower surface to the gum’s inner surface. However, despite the above, the presence of a short tongue bridle today is not a strange phenomenon, the manifestation of which can force the patient to change his lifestyle.
However, it should be noted here that increasing age causes specific changes in the tone of speech or the pronunciation of sounds. People with short bridles have difficulty sticking out their tongues and also have problems with eating, which is reflected even in the process of breastfeeding in infancy.
Wondering if you have ankyloglossia? To find out, we offer a small test:
Does the tongue reach the upper front teeth?
Do you have a heart-shaped tongue when you stick out?
Do you have difficulty sticking your tongue out of your mouth?
When you stretch your tongue, does it bend in an arc?
If you find after passing the mentioned test that it is not easy to bring your tongue to the front teeth and your tongue is heart-shaped, this indicates the presence of a short tongue bridle. Consulting a dentist to perform a small operation is necessary in this case. The surgical treatment of short tongue ties is called a frenectomy. Frenectomy is not included in the ranks of planned mini-operations unless, of course, it does not interfere with the patient’s daily life.
Postoperative period: If the operation is performed without the help of a laser, stitches may cause some discomfort after frenulum dissection. The patient talked as little as possible for several days and limited solid food intake. After a week, nothing will remind you of the operation.
Author: Nata Gogritchiani