ღრძილების დაავადება

1.რა არის პაროდონტიტი ?

ღრძილების ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს კბილების მორყევას, ძვლის განლევას და საბოლოოდ კბილების დაკარგვას

2. რა იწვევს პაროდონტიტს ?

პაროდონტიტის გამომწვევია ბაქტერია, რომელიც იმ შემთხვევაშია დაავადების გამომწვევი თუ ადამიანის პირის ღრუს ჰიგიენა ცუდია და თუ  იმუნური სისტემა სუსტია. რომელიმე ერთერთის არსებობა ან ორივე ერთად პაროდონტიტის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

3. რა ასაკში ვითარდება პაროდონტიტი ?

ძირითადად, პაროდონტიტი 35 წელზე ზემოთ მოსახლეობას აწუხებს, თუმცა არსებობს დაავადების პროგრესული ფორმები, რომლის დროსაც დაავადება თინეიჯერობის ასაკშივე ვლინდება და სწრაფად პროგრესირებს. 

4. რა სიმპტომები ახასიათებს პაროდონტიტს?

დამახასიათებელი ნიშნებია: სისხლდენა ღრძილებიდან, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ღრძილების შეშუპება და ტკივილი, კბილების მორყევა, საბოლოოდ კბილების დაკარგვა.

5. პაროდონტიტის კავშირი სხვა დაავადებებთან.

კვლევებით დამტკიცებულია ურთიერთკავშირი პაროდონტიტსა და დიაბეტს შორის.

პაროდონტიტი იწვევს დიაბეტის განვითარებას და პირიქით, დიაბეტმა შიეძლება პაროდონტიტის პროვოცირება გამოიწვიოს

თამბაქოს მოწევა ხელს უწყობს პაროდონტიტის განვითარებას.

პაროდონტიტის არსებობა ორსულობისას იწვევს ნაადრევ მშობიარობასა და მცირეწონიანი ნაყოფის დაბადებას.

6. პაროდონტიტის მკურნალობა შესაძლებელია !