
ვეიპინგი (Vaping) იგივე ელექრტონული სიგარეტი რეკლამირებულია როგორც ტრადიციულისიგარეტის “უსაფრთხო“ ალტერნატივა. მიუხედავად იმისა, რომ მასში ზოგჯერ არ ვლინდება თამბაქოსადმი დამახასიათებელი მავნე კანცეროგენები მაინც საშიშროებას წარმოადგენს პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. ვეიპის სითხეებში შეიძლება არ შედიოდეს ნიკოტინი, მაგრამ მაინც გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. ყველასთვის ცნობილია, რომ ნეწყვი გადამწყვეტ როლს თამაშობს პირის ღრუში. მისი ერთ-ერთი როლი საკვების ნარჩენების ჩამორეცხვაა, მჟავეების განეიტრალება და კბილების ბაქტერიბისაგან დაცვა. ნერწყვის ნაკადის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს:
- კარიესი;
- პირის ღრუდან ცუდი სუნი (ჰალიტოზი);
- სოკოვანი ინფექციები პირის ღრუში;
- ღრძილების დაავადებები.
თავად ნიკოტინს შეუძლია:
- შეაფერხოს რეგენერაციის პროცესს: ნიკოტინს შეუძლია შეზღუდოს ღრძილებში სისხლის მიმოქცევა, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ინფექციის ფართოდ გავრცელებას;
- ჰიპერმგრძნობელობა;
- პირის ღრუს კიბო.
მიუხედავად იმისა, რომ ვეიპინგი შესაძლოა უვნებლად მოგეჩვენოთ, მისი გავლენა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე სხვა რეალურ სურათს ქმნის. აი, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ღიმილის დასაცავად:
- განიხილოთ პოტენციური რისკები თქვენს სტომატოლოგთან;
- თავი დაანებოთ ელექტრონული სიგარეტის მოწევას;
- დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა.
გახსოვდეთ, ჯანსაღი ღიმილი თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. გადადგით გააზრებული ნაბიჯი ჯანმრთელი ღიმილისთვის.

ავტორი: ნატა გოგრიჭიანი