For English please scroll down.
პირის ღრუდან ცუდ სუნს სამედიცინო ენაზე ჰალიტოზი ქვია. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ქონდეს პირიდან ცუდი სუნი, როდესაც ჭამს ნიორს, ხახვს და სხვა ძლიერი სუნის მქონდე საკვებს. ცუდი სუნი, რომელიც არ ქრება დიდი ხნის განმავლობაში (ქრონიკული ჰალიტოზი) მიგვანიშნებს პირის ღრუს ან მთლიანობაში ორგანიზმის ჯანმრთელობის პრობლემაზე.
ჰალიტოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. იგი მსოფლიო მაშტაბით დაახლოებით 4-დან 1 ადამიანს აქვს.
ჰალიტოზის პირველი ნიშანი პირის ღრუდან ცუდი სუნია, რომელიც თავისით არ ქრება. სუნის სიმძაფრე აუცილებლად შეაწუხებთ გარშემომყოფებსაც. პაციენტის ამ მდგომარეობის მიზეზი უმეტესად პირის ღრუს ცუდი ჰიგიენაა. ამან შეიძლება გამოიწვიოს კარიესი და ღრძილების დაავადებები.
მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა არის ჰალიტოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, ის ერთადერთი არ არის. არსებობს რამდენიმე სხვა მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სუნი, მათ შორის:
- ღრძილების დაავადებები: გინგივიტი გახლავთ ღრძილების ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე, შეშუპება და სისხლდენა. არანამკურნალები გინგივიტი აუცილებლად გადაიზრდება პაროდონტიტში, რომელიც აზიანებს ღრძილების ქსოვილს და იწევს საბოლოოდ კბილების დაკარგვას;
- პირის სიმშრალე: ნერწყვი ხელს უწყობს პირის ღრუდან ნადების ჩამორეცხვას. ასე რომ, თუ თქვენი სხეული არ გამოყოდს საკმარისს ნერწყვს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰალიტოზი. მოწევა ასევე გავლენას ახდენს პირის სიმშრალეზე და ამასთანაე იზრდება ღრძილების დაავადების რისკიც;
- თავ-კისრის კიბო: პირის ღრუს და ოროფარინქსის კიბოს სიმპტომი (ოროფარინქსი- მოიცავს ყელის უკანა კედელს, ენის ფუძესა და ნუშისებრ ჯირკვლებს), ვლინდება შეუხორცებელი წყლულების, პირის ღრუს ტკივილის, ყლაპვის გაძნელების თუ წონის აუხსნელი კლების სახით;
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებას (GERD) ახასიათებს კუჭის შიგთავსის პერიოდული რეგურგიტაცია, ანუ უკუამოდინება საყლაპავსას პირის ღრუში;
- ნუშისებრი ქვები – ამ დროს საკვები ჩერდება ნუშისებრ ჯირკვლების (მდებარეობს ხახის ორივე მხარეზე) გადიდებულ ლიმფურ ჯირკვლებში და ჩირქოვანი ნადები, რომელიც მდებარეობს ტონზილების ზედაპირზე კიდევ უფრო მკვეთრ სუნს გამოყოფს;
- დიაბეტი: ამ დაავადების მქონე პაციენტებში უფრო ხშირია გინგივიტი და პაროდონტიტი;
- ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები: ღვიძლის და თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში ორგანიზმიდან ტოქსინების გაფილტვრის ფუნქცია მოშლილია;
- შეგრენის სინდრომი: ამ აუტოიმუნურმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ტკივილი, თვალების, კანის და პირის სიმშრალე (ხსირად ასოცირდება ჰალიტოზთან).
ჰალიტოზის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ ფაქტორზე.
ავტორი: ნატა გოგრიჭიანი
ENG
In medical language, bad breath from the mouth is called halitosis. Anyone can have bad breath when they eat garlic, onions, and other strong-smelling foods. Bad breath that does not disappear for a long time (chronic halitosis) indicates a problem with the health of the mouth or body.
Halitosis is a widespread disease. About 1 in 4 people worldwide have it.
The first sign of halitosis is bad breath from the mouth, which does not disappear independently. The intensity of the smell will definitely disturb the people around you. The cause of this condition of the patient is primarily poor oral hygiene. This can lead to caries and gum disease.
Although poor oral hygiene is the most common cause of halitosis, it is not the only one. Several other conditions can cause bad breath, including:
- Gum disease: Gingivitis is an inflammation of the gums that can cause redness, swelling, and bleeding. Untreated gingivitis will inevitably develop into periodontitis, which damages the gum tissue and eventually leads to tooth loss;
- Dry mouth: Saliva helps wash away plaque from the mouth. So, if your body doesn’t produce enough saliva, it can cause halitosis. Smoking also affects dry mouth and increases the risk of gum disease;
- Head and neck cancer: a symptom of cancer of the oral cavity and oropharynx (oropharynx – includes the back wall of the throat, the base of the tongue, and tonsils), manifests itself in the form of unhealed ulcers, mouth pain, difficulty swallowing or unexplained weight loss;
- Gastroesophageal reflux disease (GERD) is characterized by periodic regurgitation of stomach contents, i.e., backflow from the esophagus into the oral cavity;
- Tonsil stones – in this case, food gets stuck in the enlarged lymph glands of the tonsils (located on both sides of the throat), and the purulent plaque located on the surface of the tonsils emits an even more pungent odor;
- Diabetes: gingivitis and periodontitis are more common in patients with this disease;
- Liver or kidney diseases: in patients with liver and kidney diseases, the function of filtering toxins from the body is disrupted;
- Sjögren’s syndrome: This autoimmune disease can cause muscle pain and dry eyes, skin, and mouth (often associated with halitosis).
The treatment of halitosis depends on its causative factor.
Author: Nata Gogritchiani