For the English version, please scroll down.
სტომატოლოგიაში ჰიგიენას საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. ყველამ იცის, რომ კბილების გამოხეხვასთან ერთად საჭიროა კბილის ძაფისა და კბილთაშორის ჯაგრისის გამოყენება, მაგრამ პირის ღრუს მოვლა არასოდესაა სრულფასოვანი ჰიგიენის გასაუმჯობესებლად ხარისხიანი სავლები საშუალებების გამოყენების გარეშე.
პირის ღრუს მოვლის ძირითადი საშუალებებიდან გამოყოფენ სავლებებს, რომლებიც მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. შეიძლება იყოს ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი, უფერული ან იასამნისფერი, თუმცა აქვთ თუ არა მათ ამხელა დატვირთვა, როგორც მათ შემადგენლობას?
საინტერსოა, როგორ ავირჩიოთ საუკეთესო ?
იასამნისფერი და ვარდისფერი (ფტორი) – მასში შემავალი ნივთიერება ზრუნავს კბილის მინანქრის სიმტკიცეზე, უკეთ ხდება ფტორის ათვისება, ხელს უშლის კარიესის გაჩენას და კლავს მიკრობების იმ რაოდენობას, რომელიც ორიენტირებულია პირის ღრუს ცუდ სუნზე.
მწვანე და ლურჯი ( ანტისეპტიკები)- უმეტესად გამოიყენება ღრძილების ანთების დროს. ანტისეპტიკი ამციებს მავნე ბაქტერიების რაოდენობას პირის ღრუში, რაც ხელს უწყობს გინგივიტისა და ღრძილების დაავადების პრევენციას. მას გააჩნია მცირედი გვერდითი ეფექტი, რაც ვლინდება პირის ღრუს წვით.
უფერული (ქლორჰექსიდინი) – არის ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალება. ეს ხელს უწყობს მიკრობების (ბაქტერიების) რაოდენობის შემცირებას პირის ღრუში. იგი გამოიყენება გინგივიტის მკურნალობისას.
თუ ღრძილების ანთება ან კარიესი არ გაქვთ, პრევენციისთვის მაინც შეგიძლიათ გამოიყენოთ პირის ღრუს სავლები. თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ ისიც, რომ მისი გამოყენება ხანგრძლივად დაუშვებელია. სავლების ხშირი გამოყნება ანადგრებს, როგორც მავნებელ ბაქტერიებს, ისე მეგობარ ბაქტერიებს, რომლებიც აუცილებელია პირის ღრუს ჯანმრთელად ფუნქციონირებისათვის.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირის ღრუს სავლებს არ შეუძლია კბილების სიჯანსაღის შენარჩუნება. ის მხოლოდ დამატებითი საშუალებაა. მნიშვნელოვანია თქვენი ექიმი-პაროდონტოლოგისგან იყოთ ინფორმირებულნი, რადგან მან უკეთ იცის რომელია თქვენი პირის ღრუსთვის საუკეთესო საშუალება.
ავტორი: ნატა გოგრიჭიანი
ENGLISH VERSION
What is the color of the oral cavity related to?
Hygiene has a prominent place in dentistry. Everyone knows that flossing and brushing should be done along with brushing, but oral care is never complete without using quality oral care products.
Various types of mouth care products are among the primary means of oral care. They can be blue, green, pink, colorless, or purple, but do they carry as much weight as their composition?
I wonder how to choose the best one?
Purple and pink (fluoride) – the substance contained in it takes care of the strength of the tooth enamel, improves the absorption of fluoride, prevents the occurrence of caries, and kills the number of microbes that are focused on the mouth’s foul smell.
Green and blue (antiseptics) are primarily used during inflammation of the gums. Antiseptic reduces the number of harmful bacteria in the mouth, which helps prevent gingivitis and gum disease. It has a minor side effect, manifested by burning in the mouth.
Colorless (chlorhexidine) – is an antiseptic and disinfectant. This helps to reduce the number of microbes (bacteria) in the oral cavity. It is used in the treatment of gingivitis.
You can still use mouthwash for prevention if you do not have gingivitis or caries. However, knowing that it is not allowed for a long time is necessary. Frequent use of floss builds both harmful and friendly bacteria, which are essential for the healthy functioning of the oral cavity.
It is worth noting that mouthwash cannot maintain the health of the teeth. It is only an additional tool. Your periodontist should be informed about mouthwashing because he or she knows what is best for your mouth.
Author: Nata Gogritchiani