For the English version, please scroll down.

გილოცავთ ჯანმრთელი ღრძილის დღეს 

ჯანმრთელი ღრძილის დღე (Gum Health Day) არის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე, რომელიც იმართება ყოველწლიურად 12 მაისს, რათა გაიზარდოს საზოგადოების განათლება ღრძილებისანთებითი დაავადების მნიშვნელობის, მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებისა და ჩვენი ღრძილების სიჯანსაღის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.

ჯანსაღი ღრძილების ქონა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჰოლივუდური ღიმილის შენარჩუნება.  თუ გაინტერესებთ მეტი გაიგოთ თქვენი ღრძილების ჯანმრთელობის შესახებ, განაგრძეთ კითხვა.

ჯანმრთელი ღრძილები: რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ჯანსაღი კბილები რომ გქონდეთ, ასევე უნდა გქონდეთ ჯანმრთელი ღრძილები. ღრძილები არა მხოლოდ ინარჩუნებენ კბილებს თავის ადგილზე, არამედ მოქმედებენ როგორც დამცავი ბარიერი ბაქტერიებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნადები, საკვების ნაწილაკები და ა.შ. ყველა ამ ბაქტერიას შეუძლია საბოლოოდ შეაღწიოს თქვენს ორგანიზმში და გამოიწვიოს გულის დაავადება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

ღრძილის ათების ნიშნები:

არსებობს მრავალი ნიშანი, რომელიც მიუთითებს თქვენი ღრძილების ანთებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ეს ნიშანი შეიძლება უფრო აშკარა იყოს, ვიდრე სხვები, აქ არის რამდენიმე, რაც უნდა გაითვალისწინოთ:

სისხლდენა: თუ თქვენი ღრძილები სისხლმდენია  გამოხეხვის დროს ან უბრალოდ ჭამის დროს, ეს შეიძლება იყოს ბაქტერიების დაგროვების გამო.

ცუდი სუნი: მიუხედავად იმისა, რომ უსიამოვნო სუნი შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული საკვებით, პირის ღრუს მუდმივი სუნი შეიძლება იყოს ღრძილების დაავადების ადრეული ნიშანი.

ღრძილების ტკივილი: თუ თქვენ ღრძილები გტკივათ, შესაძლოა ღრძილების ანთება გაქვთ.

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ღრძილები

ჯანსაღი ღრძილების შენარჩუნება არ არის ერთი კონკრეტული საქმის კეთება და მყისიერი შედეგის მიღება. პირის ღრუს კარგი  ჯანმრთელობა მიიღწევა გარკვეული ჩვევების დანერგვით გარკვეული პერიოდის განმავლობაში. იმისათვის, რომ ღრძილები უფრო ჯანმრთელი გახადოთ, აქ არის რამოდენიმე მითითება, რისი გაკეთებაც ჩვევად უნდა გქონდეთ:

სწორად გაიხეხეთ: უნდა გაიხეხეთ დღეში ორჯერ მაინც, მოკლე მოძრაობებით. დარწმუნდით, რომ ჯაგრისი ასევე ვერტიკალურად მოაბრუნეთ და ყველა კბილი კარგად გაიწმინდეთ.

გამოიყენეთ სწორი კბილის პასტა: დარწმუნდით, რომ ნებისმიერი კბილის პასტა, რომელსაც აირჩევთ, არ შეიცავს sls-ს .

გამოიყენეთ კბილის ძაფები ყოველ საღამოს: ძაფების გამოყენება მნიშვნელოვანია იმით, რომ აშორებს ნადებს და ნარჩენებს, რომლებსაც თქვენი კბილის ჯაგრისი ვერ მოაშორებს. 

გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები : პირის ღრუს სავლები ხელს უშლის ნადების დაგროვებას და ამავდროულად ეხმარება თქვენს პირის ღრუს დარჩეს სასიამოვნო და სუფთა.

რეგულარულად ეწვიეთ სტომატოლოგს: სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები გეხმარებათ ნებისმიერი პრობლემის ადრეულ ეტაპზე დადგენაში, ხოლო პროფესიონალური წმენდა აშორებს კბილის ქვას და წარმოადგენს ღრძილის ანთების პროფილაქტიკას. 

არ მოწიოთ: მოწევა არა მხოლოდ გაზრდის ღრძილების დაავადების შანსს, არამედ შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაზიანებაც. 

ხშირად გამოივლეთ წყალი პირის ღრუში: პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ჯაგრისებს შორის კარგი საშუალებაა ყოველი ჭამის შემდეგ წყლით ჩამოიბანოთ.

ნატა გოგრიჭიანი

ENGLISH VERSION

Be proud of healthy gums

Happy Healthy Gum Day!

Gum Health Day is an international awareness day held every year on May 12 to increase public education about gum disease, related health problems, and the importance of keeping gums healthy.

Having healthy gums is more than just maintaining a Hollywood smile. If you’re interested in learning more about your gum health, keep reading.

Healthy gums: Why is it important?

To have healthy teeth, you must also have healthy gums. Gums not only hold teeth in place but also act as a protective barrier against bacteria. Otherwise, plaque, food particles, etc. These bacteria can eventually enter your body and cause heart disease and other health problems.

Signs of gum disease:

There are many signs that your gums are inflamed. While some of these signs may be more obvious than others, here are a few to look out for:

Bleeding: If your gums bleed when brushing or just eating, it could be due to a build-up of bacteria.

Bad breath: Although certain foods can cause bad breath, persistent bad breath can be an early sign of gum disease.

Sore gums: If you have sore gums, you may have gingivitis.

How to maintain healthy gums

Maintaining healthy gums is not about doing one specific thing and getting immediate results. Good oral health can be achieved by adopting certain habits over a period of time. To make your gums healthier, here are some tips to get into the habit of doing:

Brush properly: Brush at least twice a day using short strokes. Make sure you turn the brush vertically and clean all the teeth thoroughly.

Use the right toothpaste: Make sure that whatever toothpaste you choose does not contain sls.

Floss every night: Flossing is important because it removes plaque and debris that your toothbrush can’t remove.

Use oral swabs: Oral swabs prevent plaque build-up while helping your oral cavity stay nice and clean.

Visit the dentist regularly: Regular visits to the dentist help you detect any problems at an early stage, and professional cleanings remove tartar and prevent gingivitis.

Don’t smoke: Not only does smoking increase your chances of gum disease, but it can also damage your teeth.

Rinse your mouth often: Rinsing your mouth with water after every meal is a good way to maintain oral hygiene between brushing and flossing.

Nata Gogrichiani