პაროდონტოლოგია

გაქვთ სისხლდენა ღრძილებიდან კბილების გახეხვის დროს ან კვებისას ? თუ ფიქრობთ რომ ეს ნორმაა – ცდებით. ეს განგაშის პირველი ნიშანია. თქვენ ღრძილების ანთება გაქვთ.

ღრძილებიდან სისხლენა ანთების პირველი ნაშანია, რომელსაც ბაქტერიები იწვევენ. ხოლო პირის ღრუში არსებული მავნე  ბაქტერიები მთელს ორგანიზმში ვრცელდებიან. ღრძილების ანთება თქვენს კბილებსაც და მის გარშემო არსებულ ძვალსაც  აზიანებს, ამიტომ ერთ დღესაც სრულიად ჯანსაღი კბილები შეიძლება დაკარგოთ.

ყველაფერი კი ძალიან მარტივად იწყება, ღრძილების ანთებას არ ახასიათებს ტკივილი ან მაღალი ტემპერატურა. ყველაფერი უსიმპტომოდ მიმდინარეობს სანამ კბილების მორყევა არ შეგაწუხებთ.

რაშია გამოსავალი ?

ყველაზე მნიშვნელოვანი პირის ღრუს სწორი ჰიგიენაა, გარდა ამისა აუცილებელია პაროდონტოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტები, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი ღრძილები, ან არ გამოგეპაროთ ანთების საწყისი ნიშნები.

რაც შეეხება თვითმკურნალობასა და ანთების საწინააღმდეგო სავლებებს, ყველა ასეთი მეთოდი მხოლოდ დროებით ეფექტს მოგცემთ, ანთების გამომწვევ მთავარ მიზეზს კი ვერ მოაშორებს. ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს მუხის ქერქისა ან გვირილის სავლების გამოყენებაზე.

გახსოვდეთ ღრძილების ანთება იკურნება და თქვენი კბილების დიდი ხნით შენარჩუნება შესაძლებელია!

The Zalo PC logger pro crack korg pa manager crack