კბილების მორყევა

პაციენტები ხშირად ამბობენ : ,,სტომატოლოგთან კბილების გაწმენდის შემდეგ,  კბილები მომერყა”.

ეს მითი რომ დავამსხვრიოთ საჭიროა მცირე ანატომიის ცოდნა.

კბილი მდებარეობს ყბის ძვალში, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ რადგან გარედან ძვალი დაფარულია ღრძილით.  ჯანმრთელ პირის ღრუში ჩანს მხოლოდ კბილის გვირგვინები.

როდესაც პირის ღრუში გროვდება დიდი რაოდენობით კბილის ბაქტერიული ნადები და ქვა, ის მჭიდროდ ეკვრის კბილის ზედაპირს და თანდათანობით ჩადის  ღრძილ ქვეშ, სადაც იწყება პათოლოგიური პროცესი ძვალზე, რაც საბოლოოდ იწვევს ძვლის განლევას, ანუ კბილს აღარ აქვს საკმარისი ძვალი რომ სიმყარე შეინარჩუნოს.

თუმცა, ეს პროცესი თავდაპირველად შეუმჩნეველია, რადგან პირის ღრუში არის დიდი რაოდენობით ქვა, რომელიც ეკვრის კბილებს და “ჭედავს” მათ.

როდესაც სტომატოლოგთან მოხდება კბილების გაწმენდა და ქვების მოშორება , გამოჩნდება ის პათოლოგიური პროცესი, რომელიც ამ დროის განმავლობაში კბილის ქვაში არსებულმა ბაქტერიებმა გამოიწვიეს. კბილები დაიწყებს მორყევას და უფრო რთული  მდგომარეობის დროს, შეიძლება დაიკარგოს კიდეც.

ამიტომ მოსაზრება, რომ წმენდა არყევს კბილებს, სრულებით მცდარია!

კბილების მორყევა შეუძლიათ მხოლოდ ბაქტერიებს, რომლებიც ბინადრობენ კბილის ქვებსა და ნადებში, მოქმედებენ კბილის ირგვლივ ქსოვილებზე და იწვევენ ანთებით პროცესებს, როგორც ღრძილზე, ასევე ძვალზე.

tekken 3 game download for pc

Comments are closed.