ამერიკის სტომატოლოგთან ასოციაცია გვირჩევს კბილები გავიხეხოთ დღეში ორჯერ დილით და საღამოს ძილის წინ, მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში. თუმცა არაფერს ამბობს, იმის შესახებ დილით საუზმემდე უკეთესია გახეხვა, თუ საუზმის შემდეგ.
ამის შესახებ ბევრი მოსაზრება და კვლევა არსებობს, ზოგი გვირჩევს საუზმემდე, ზოგი კი საუზმის შემდეგ კბილების გახეხვას.

რატომ არის უკეთესი კბილების საუზმემდე გახეხვა?

ძილის დროს პირის ღრუში მცირდება ნერწყვის გამოყოფა, შესაბამისად ბაქტერიები მეტი რაოდენობით წარმოიქმნებიან, ამიტომ დილით შეიძლება გქონდეთ უსიამოვნო გემო ან სუნი პირის ღრუდან. რა საკვირველია, არავის უნდა ასეთ გემოზე მიირთვას ჭიქა ყავა.

დილით უზმოზე კბილების გახეხვით , ჩამოირეცხება მათზე დაგროვებული ბაქტერიები და პირის ღრუში რჩება სასიამოვნო გემო. I am working hard on this topic.

კვლევების თანახმად ჭამიდან დაახლოებით 30 წუთი კბილების გახეხვა არ შეიძლება, ვინაიდან გახეხვით საკვებში არსებული მჟავა ნივთიერებები, ასევე ყავა, ჯდებიან მინანქრის ქსოვილში, არიან აბრაზიულები , აზინებენ მინანქარს, რაც დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან გართულებებს იწვევს. 30 წუთი, ის დროა, როდესაც კბილებზე წარმოიქმნება სპეციალური გარსი, რაც უზრუნველყოფს მინანქრის დაცვას მავნე ზემოქმედებისგან.
თუ ჯერ გაიხეხავთ კბილებს და შემდეგ ისაუზმებთ, საკვები ვერ დააზიანებს თქვენს კბილებს, რადგან ღეჭვით და ნერწყვის საშუალებით მოხდება კბილების თვითწმენდა. ასევე კვლევებით დასტურდება რომ უზმოზე კბილების გახეხვით აქტიურდება ნერწყვის გამოყოფა, რასაც ბაქტერიებისგან დამცველობითი ფუნქცია აქვს.

კბილების გახეხვა საუზმის შემდეგ

თუ თქვენ მიჩვეული ხართ კბილები გაიხეხოთ საუზმის შემდეგ, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები

საუზმეზე მოერიდეთ ისეთ საკვებს როგორიცაა:

  • ფორთოხლის წვენი(ფრეში)
  • ციტრუსი და ციტრუსის წვენი
  • ნახშირწყლები

ასეთ შემთხვევაში, კბილები გაიხეხეთ საუზმიდან 30 წუთის შემდეგ, რათა დაიცვათ კბილები დაზიანებისგან.