კბილის ჯაგრისი

როგორ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი?

ფარმაცევტულ ბაზარზე კბილის ჯაგრისების ფართო არჩევანია, საკმაოდ რთულია სწორი არჩევანის გაკეთება, თუმცა არსებობს რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი, რაც დაგეხმარებათ მარტივად შეარჩიოთ ხარისხიანი ჯაგრისი.

  • ჯაგრისის სიხისტე : არსებობს რბილი, საშუალო და მაგარი სიხისტის ჯაგრისები. თანამედროვე პაროდონტოლოგიური პროტოკოლებით მიიჩნევა, რომ ჯაგრისი უნდა იყოს რბილი. რადგან რბილი ჯაგრისით, კბილების გასუფთავება ღრძილთან ახლოს უფრო მარტივი,უმტკივნეულო და ეფექტურია. მაგარი ან საშუალო ჯაგრისების გამოყენებისას კბილსა და ღრძილის საზღვარზე დაგროვებული ნადების მოცილება ვერ ხდება. დაგროვებული ნადები კი ღრძილების ანთების გამომწვევია.
  • ზომა: ჯაგრისის არჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი სამუშაო ნაწილის ზომა, უმჯობესია პატარა ან საშუალო ზომის ჯაგრისის არჩევა. ასეთი ჯაგრისით უფრო მარტივია უკანა კბილებთან მიდგომა და კბილების შიგნითა ზედაპირების გასუფთავება, ვიდრე დიდი ზომის ჯაგრისით.
  • ჯაგრულების რაოდენობა: რაც უფრო ხშირი ჯაგრულებით არის წარმოდგენილი კბილის ჯაგრისი, მით უფრო უკეთ ასუფთავებს კბილებს.
  • ერთ ზედაპირზე განლაგებული ჯაგრისის ჯაგრულები უფრო ეფექტურად აშორებს კბილებიდან ნადებს, ვიდრე სხვადასხვა სიმაღლის ჯაგრულები. თანაბარი სიმაღლის ჯაგრულებს მეტი შეხების ზედაპირი აქვთ კბილებთან, ამიტომაც უმჯობესია მათი გამოყენება.
  • კბილების ხახეხვასთან ერთად საჭიროა ენის გასუფთავებაც. ზოგიერთი ჯაგრისის თავი, უკანა ზედაპირზე აღჭურვილია ენის საწმენდით. თუ ჯაგრისს ასეთი თავი არ აქვს , ენის საწმენდის შეძენა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ.
  • საბავშვო ჯაგრისების შეძენისას უმჯობესია გაითვალისწინოთ ბავშვების ასაკი და ასაკობრივი ნიშნით შეარჩით კბილის ჯაგრისი.
  • კბილის ჯაგრისის შეცვლა აუცილებელია 3 თვეში ერთხელ.