ჰიალურონის მჟავა

ღრძილის ანთება ანუ გინგივიტი, ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხშირად შეუმჩნევლადმიმდინარეობს. გინგივიტის გამომწვევია ბაქტერიული ნადები, რომელიც კბილებზე გროვდება. 

ბაქტერიებს შეუძლიათ გამოიწვიონ ღრძილის შეშუპება, სიწითლე და სისხლდენა, სწორედ ასეთია,გინგივიტის პირველი ნიშნები.

ამ ნიშნების შემჩნევისთანავე აუცილებლად მიმართეთ ექიმ-პაროდონტოლოგს, რომელიც შეარჩევს მკურნალობის მეთოდს.  მნიშვნელოვანია პირის ღრუს  ჰიგიენა და სწორად შერჩეული სამკურნალოსაშუალებების გამოყენება , რომელიც სწრაფად ჩააქრობს ანთებას და დაეხმარება ქსოვილებსაღდგენაში.

ბოლო პერიოდში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჰიალურონის მჟავას შემცველი საშუალებების გამოყენება სტომატოლოგიაში.

მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა  ჯანმრთელი ღრძილის და პირის ღრუს ლორწოვანის შეუცვლელი ელემენტია. ის არის ბუნებრივი ბარიერი, რომელიც ხელს  უშლის ბაქტერიების და ვირუსების  შეღწევას ღრძილში, ამასთან ებრძვის ანთებასაც.

ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს  ვითარდება ჰიალურონის მჟავას მკვეთრი დეფიციტი ღრძილში. 

გენგიგელი (გელი და სავლები) – პირის ღრუს მოვლის საშუალებების იტალიური ხაზია. გენგიგელის პროდუქციაში შემავალი ჰიალურონის მჟავა ღრძილში არსებული ჰიალურონის იდენტურია. ის სწრაფად და ეფექტურად ხსნის ანთებას და აღადგენს ღრძილს. შედეგად რამდენიმე დღეში იხსნება შეშუპება, სისხლდენა,  ღრძილი არის ჯანმრთელი, ღია ვარდისფერი. 

გენგიგელის პროდუქცია არ შეიცავს კონსერვანტებს, სპირტს, შაქარს, მისი  გამოყენება უსაფრთხოა  ბავშვებში, ორსულებსა და დიაბეტის მქონე პირებში.

Comments are closed.