კბილების გახეხვა

ღრძილების ანთება, ანუ პაროდონტის დაავადებების გამომწვევი ერთერთი ძირითადი მიზეზი პირის ღრუში დაგროვებული ნადებია. კბილის ქვა და ნადები შეიცავს მილიარდობით თვალით უხილავ ბაქტერიას, რომლებიც თავისი ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოქმნიან კოლონიებს , უფრო და უფრო მრავლდებიან და იწვევენ ანთებით პროცესებს პირის ღრუში (ღრძილების ანთება).

grdzilebis anteba

პირის ღრუს ადეკვატური ჰიგიენა ერთერთი მნიშვნელოვანი ეტაპია პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. დღეში ორჯერ კბილების ხეხვასთან ერთად აუცილებელია კბილთშორისი სივრცეების გასუფთავებაც. თუმცა არსებობს ნადები, რომლის მოცილება მხოლოდ კბილების გახეხვით შეუძლებელია. საჭიროა 6 თვეში ერთხელ ვიზიტი ექიმ-პაროდონტოლოგთან, რომელიც ჩაატარებს პროფესიულ, პროფილაქტიკურ წმენდას, მოაშორებს კბილებიდან ანთების გამომწვევ ნადებს, ანთების სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი ,სწრაფად მიიღებს შესაბამის ზომებს. 

ასე რომ, მხოლოდ პირის ღრუს კარგი ჰიგიენა არ არის საკმარისი მილიარდობით ბაქტერიასთან საბრძოლველად.