ღრძილის ჭარბი ზრდა – ეს არის დაავადება, როდესაც ხდება ღრძილის ნორმაზე მეტად ზრდა კბილის გვირგვინის მიმართულებით. ამ დროს ღრძილი ფორმას იცვლის, გაზრდილია ზომაში, მკვეთრად წითელია და სისხლმდენი.
ღრძილის ჭარბი ზრდის შესაძლო გამომწვევი ფაქტორებია :
- ღრძილების ანთებისას ხშირად ვითარდება ჭარბი ზრდა.
- ბრეკეტებით კბილების გასწორება
- პირით სუნთქვა
- ზოგიერთი მედიკამენტი ამ დაავადების პროვოცირებას იწვევს.(იმუნოსუპრესანტები, ca არხების ბლოკატორები, ეპილეფსიური მედიკამენტები)
- გენეტიკური დარღვევები
- ჰორმონული ცვლილებები (ოსულობა, გარდატეხის ასაკი)
- C ვიტამინის ნაკლებობა
- სისტემური დაავადებები (ლეიკემია, ტუბერკულოზი)
მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ მიზეზზე. პირველ ეტაპზე აუცილებელია პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვა. ხშირად საჭიროა ღრძილის ქირურგიული მოკვეთაც.