ღრძილის რეცესია პროცესია როცა ღრძილი თანდათანობით იწევს ზემოთ, აღარ ფარავს ფესვს და ვიზუალურად კბილი უფრო გრძელი ჩანს. ღრძილის რეცესია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, პროცესი ნელა და უმტკივნეულოდ ვითარდება.
სიმპტომები:
- ესთეტიკური დისკომფორტი – ღრძილის ზემოთ აწევის გამო (ქვედა ყბაზე ქვემოთ დაწევისას) პირის ღრუში გამოჩნდება კბილის ფესვი, ამიტომ კბილი ვიზუალურად დაგრძელებული გვეჩვენება
- ჩანს კბილის ფესვი – ნორმაში ღრძილი კბილის ფესვს მთლიანად ფარავს და პირის ღრუში მხოლოდ კბილების გვირგვინები ჩანს, თუმცა რეცესიის დროს ეს ნორმა ირღვევა და კბილის ფესვის დანახვა თავისუფლად შეიძლება.
- მომატეებული მგრძნობელობა- თუ კბილის ფესვი არ არის დაფარული ღრძილით აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა, ძირითადად ცივზე.
- კარიესი – როდესაც ვითარდება ღრძილის რეცესია და კბილის ფესვი აღარ იფარება ღრძილით, ის ადვილად მისაღწევია ბაქტერიებისთის, ამიტომ ვითარდება ფესვის კარიესი.
რეცესიის გამომწვევი მიზეზები
- პაროდონტის დაავადებები (პაროდონტიტი)
- გენეტიკა- ზოგ ადამიანს გენეტიკურად ღრძილი თხელი აგებულების აქვს, ასეთი ღრძილი მიდრეკილია რეცესიებისკენ
- მოსახსნელი პროთეზების სამაგრები შეიძლება ატრამვირებდეს საყრდენ კბილებს და იწვევდეს რეცესიას
- ტუჩებზე არის ბუნებრივი ჭიმები, ზოგჯერ გენეტიკურად ჭიმები ისეა განლაგებული კბილებთან მიმართებაში რომ საუბრისა და კვებისას მუდმივად ქაჩავს ღრძილის ქსოვილს, რაც რეცესიის მაპროვოცირებელია
- მოწევა და ნებისმიერი სახის თამბაქო.
- კბილების უხეში, ინტენსიური და ძალდატანებითი ხეხვა.
- პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და დაგროვებული ბაქტერიული ნადები (კბილის ქვები )
- ხშირია ბრეკეტებით კბილების გასწორებისას
მკურნალობა
ღრძილის რეცესიის მკურნალობა დამოკიდებულია რეცესიის ხარისხზე თუ რამდენად მაღალია ღრძილის განლევის ხარისხი. ანატომიურად ღრძილის უკან გაზრდა არ ხდება, თუმცა შესაძლებელია მიკრო ქირურგიული ჩარევით ღრძილის ქსოვილების მობილიზება და კბილის ფესვის დაფარვა.